ხანმოკლე დასვენების შემდეგ იმერლები ზესტაფონში შეიკრიბნენ და საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშს შეუდგნენ. საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრას მარგველები 23 აგვისტოს გამართავენ - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პირველი გუნდი თბილისის "დინამოს" დაუხვდება. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.
უნდა მოგახსენოთ იმის შესახებ, რომ კლუბსა და ფეხბურთელებს შორის მიღწეული შეთანხმებების თანახმად, ზესტაფონელთა რიგები დატოვეს დავით რაჟამაშვილმა და თეიმურაზ ღონღაძემ ...
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეს-სამსახური კი ჩვენი გუნდის ვარჯიშის ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ ...