ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ზესტაფონელებმა ორი დღე დაისვენეს და საწვრთნელ პროცესს 9 ნოემბერს დაუბრუნდნენ - გუნდი საკუთარ ბაზაზე შეიკრიბა. 12 ნოემბერს ამხანაგური მატჩის გამართვა იგეგმება - ერთმანეთს "ზესტაფონი" და ფოთის "კოლხეთი" დაუპირისპირდებიან.
სასიხარულოა, რომ თანაგუნდელებს შეუერთდა და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშს შეუდგა ზესტაფონელთა ნახევარმცველი ლაშა გვალია. რაც შეეხება ფოთელებთან ოთხშაბათს გასამართ შეხვედრას, ის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 14:00 საათზე დაიწყება.
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეს-სამსახური ჩვენი გუნდის ვარჯიშის ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ ...