Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

15.11.2014

 

 

 

 

 

 

 

 

ეროვნული თასის გათამაშებაში მორიგი სტარტის წინ

 

 

 

 

 

 

 

 

17 ნოემბერს საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის მიმდინარე გათამაშების მერვედფინალური სტადიის პირველ მატჩს გამართავს - ზესტაფონელები საქართველოს სუპერთასის მოქმედ მფლობელ საჩხერის საფეხბურთო კლუბ "ჩიხურას" ესტუმრებიან.

 

საჩხერელებთან ორშაბათს გასამართი მნიშვნელოვანი მატჩისთვის მზადებას ზესტაფონელები საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე გადიან. თუ არ ჩავთვლით ტრავმირებული კახა მეშველიანის არყოფნით გამოწვეულ დანაკლისს, ყველა დანარჩენი ფეხბურთელი მწყობრშია და მოახლოვებული მატჩისთვის სრული პასუხისმგებლობით ემზადება.

 

აქამდე დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებაში ამ გუნდების გზები ერთხელ, 2008-2009 წლების გათამაშებაში, გადაიკვეთა. 2008 წლის 30 აგვისტოს გამართულ პირველი მერვედფინალურ მატჩში ზესტაფონელებმა საჩხერელი სტუმრები დიდი ანგარიშით 5-0 დაამარცხეს. იმ შეხვედრაში გატანილი გოლები ბექა გოცირიძის, ერიკ რომეო ჩასემის, ნიკა კვასხვაძის და ორჯერ ნიკოლოზ გელაშვილის (3-0 და 5-0) ანგარიშზეა. საპასუხო შეხვედრა კი იმავე წლის 17 სექტემბერს საჩხერეში გაიმართა და მირიან მიქაძის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით გამარჯვება "ჩიხურას" ფეხბურთელებმა მოიპოვეს - 1-0.

 

"ჩიხურასთან" მორიგი დაპირისპირება, რომელსაც თბილისელი არბიტრი დავით ხარიტონაშვილი განსჯის, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანწმინდის სტადიონზე გაიმართება და 14:00 საათზე დაიწყება. აქვე გეტყვით იმასაც, რომ მატჩის პირდაპირი ონლაინ-რეპორტაჟი საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ინტერნეტ-საიტზე გადაიცემა.

 

ჩვენ კი "ზესტაფონის" დღევანდელი ვარჯიშის ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ ...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014