ბოლო დღეებში ქართული მედიის ფურცლებზე ფეხბურთში მოღვაწე არაერთმა ადამიანმა გააკეთა კომენტარი საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონში" შექმნილ უმძიმეს ვითარებასთან დაკავშირებით...
გთავაზობთ მცირე ამონარიდს გიორგი დარასელიასთან ყოველდღიურ სპორტულ გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან, რომელშიც ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ახლადდანიშნული მთავარი მწვრთნელი, სხვა საჭირბოროტო საკითხთან ერთად, მარგველთა ბანაკში არსებულ სიტუაციასაც აფასებს...
"გიორგი დარასელიამ კომენტარი "ზესტაფონში" არსებულ მდგომარეობაზეც გააკეთა:
"ბოლო ათი წლის განმავლობაში, ჩვენი ეროვნული ჩემპიონატისადმი ინტერესს გულშემატკივარი საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონისა" და კიდევ ორიოდე გუნდის გამო ინარჩუნებდა. გული დამწყდება, ილია კოკაია თუ წავა. ეს ქართულ ფეხბურთს ძალიან დააზარალებს.
პირიქით, ეროვნულ ჩემპიონატში საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მსგავსი კიდევ 3-4 გუნდი მაინც გვჭირდება კონკურენციისა და დონის ასამაღლებლად. იმედია, ეს სიმპათიური გუნდი არ დაიშლება, რადგან მასში უდიდესი შრომა და ფულია ჩადებული".
მერაბ მამულაშვილი, ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"