Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

30.08.2014

 

 

 

 

 

 

დუბლიორთა ტურნირის მეოთხე ტურის მატჩი

 

 

 

 

 

 

 

2014 წლის 30 აგვისტოს გაიმართა საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეოთხე ტურის მატჩები. თამაზ სტეფანიას სახელობის ბოლნისის სტადიონზე საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტები ადგილობრივი ”სიონის” მეორე გუნდს დაუპირისპირდნენ.

 

ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: კუპატაძე, ბარბაქაძე, მოსიძე, ჩიტორელიძე, გოგავა, ვაჭარაძე, მაკარიძე, ჩუბინიძე, გოცაძე (ბუბულაშვილი, 52), სამუშია, კანდელაკი.

 

"სიონის" დუბლიორთა და ბოლნისში ახალგაზრდული შემადგენლობით ჩასული ზესტაფონელთა მეორე გუნდის დღევანდელი დაპირისპირების პირველი წუთები უფრო აქტიურად მასპინძლებმა ჩაატარეს. თუმცა, სტუმრები მალევე დამშვიდდნენ და თანდათანობით საკუთარი თამაშის დალაგებას შეუდგნენ. იმერლებმა ქვემოქართლელთა კართან რამდენიმე სახიფათო აქციაც მოაწყვეს, თუმცა შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ. ანგარიში 37-ე წუთზე გაიხსნა - მარტივ სიტუაციაში სტუმართა დაცვისა და მეკარის შეუთანხმებლობით კარგად ისარგებლა ირაკლი ბურნაძემ და ბურთი ცარიელ კარში გადააგზავნა.

 

მეორე ტაიმი "ზესტაფონის" შეტევებით დაიწყო და რამდენიმე ეპიზოდში თამაშში ჩართვა უკვე ბოლნისელთა გოლკიპერსა და დაცვას მოუწია. 62-ე წუთზე შეტევაში გართულ მარგველებს გამოეპარათ მასპინძელთა კონტრშეტევა, რომელიც დავით კუპატაძის კარში დანიშნული პენალტით დასრულდა - გოლკიპერის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან თეიმურაზ ჩიჩუას 11 მეტრიდან დარტყმულის მოგერიება შეძლო...

 

სტუმრებმა მატჩის გადასარჩენად გაიწიეს და "სიონის" კართან ისევ "დასცხა" - საკუთარი გუნდისათვის ქულის გადარჩენის შანსები გიორგი ჩუბინიძეს, გურამ სამუშიასა და გიორგი მაკარიძეს მიეცათ, მაგრამ სტუმრები ხან ბოლო დარტყმისას სცოდავდნენ, ხანაც ქვემოქართლელთა მეკარე და დაცვა იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე. მატჩის არბიტრის შოთა ქუხილავას საფინალო სასტვენმა იმერლებს შეტევაში მოუსწროთ. ბოლნისელთა გამარჯვება მინიმალური ანგარიშით 1-0.

 

დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014