Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

05.10.2014

 

 

 

 

 

 

 

დუბლიორთა მორიგი გამარჯვება

 

 

 

 

 

 

 

 

 

2014 წლის 5 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მერვე ტურის მატჩები. ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა ფოთის საფეხბურთო კლუბ ”კოლხეთის” მეორე გუნდს საკუთარ ბაზაზე უმასპინძლეს.

 

მასპინძლებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: კუპატაძე, რობაქიძე, რენე ფერეირა (ბარბაქაძე, 81), გოგავა, ენდელაძე, ვაჭარაძე, მაკარიძე (ჭუმბაძე, 90), ჩუბინიძე (ჩიტორელიძე, 81), გოცაძე (ბუბულაშვილი, 88), კანდელაკი (დუგლაძე, 90), მიქელთაძე.

 

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. ზესტაფონელთა მეორე გუნდის დამრიგებელი გიორგი მიქაძე, რომელიც, კლუბში მუშაობის პარალელურად, ცხრამეტწლამდელების მთავარი მწვრთნელის გიორგი დევდარიანის ასისტენტის თანამდებობაზეც საქმიანობს, დღესდღეობით სწორედ ნაკრებში იმყოფება. გუნდის მთავარი მწვრთნელის არყოფნაში იმერელთა რეზერვისტებს ფოთელებთან შეხვედრაში მიქაძის ასისტენტმა ლევან ბაჯელიძემ უხელმძღვანელა.

 

იმერელ ქომაგთა მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ზღვისპირელებთან დაპირისპირება სტუმართა სწრაფი გოლით დაიწყო - 11-ე წუთზე ანგარიში ნიკა სიჭინავამ გახსნა. ამას მასპინძლები არ დაუბნევია და ზუსტად ერთ წუთში მათ ანგარიში გაჰქვითეს - მიზანს დემურ კანდელაკის ზუსტმა დარტყმამ მიაღწია. პირველი ტაიმის მიწურულს, 43-ე წუთზე, დემურ კანდელაკმა სტუმართა კარში კიდევ ერთი გოლი გაიტანა და წინ უკვე თავის გუნდი გაიყვანა.

 

პირველის მსგავსად, შეხვედრის მეორე ნახევარიც სანახაობრივი და კარგი საყურებელი კი გამოდგა, თუმცა გოლები ამჯერად მხოლოდ სტუმართა კარში გადიოდა. 60-ე წუთზე ფოთელთა კარი მესამედ ბექა მიქელთაძემ აიღო, 62-ეზე კი დემურ კანდელაკმა "ჰეთ-თრიკი" შეასრულა და მატჩის საბოლოო შედეგიც დააფიქსირა - ზესტაფონელთა გამარჯვება დიდი ანგარიშით 4-1.

 

 

დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014