ბათუმის დინამოელებთან სამიოდე დღის წინ გამართული ამხანაგური შეხვედრის შემდეგ, მარგველებმა ორი დღე დაისვენეს და დღეიდან ისევ საქმეს შეუდგნენ. გია გეგუჩაძემ გუნდი, რომელსაც ქვეყნის ნაკრები გუნდებიდან დაბრუნებული ფეხბურთელებიც შეუერთდნენ, ზესტაფონში შეკრიბა და კლუბის ბაზაზე საწვრთნელი პროცესი გაგრძელდა.
საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მორიგი, მეხუთე ტურის შეხვედრას მარგველები 12 სექტემბერს გამართავენ - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მთავარი გუნდი საფეხბურთო კლუბ "სამტრედიას" დაუხვდება. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეს-სამსახური კი ჩვენი გუნდის ვარჯიშის ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ ...