"ზესტაფონს" ტრნავას "სპარტაკის" ვიცე-პრეზიდენტი ესტუმრა
2014 წლის 3-4 სექტემბერს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" სლოვაკეთიდან სტუმრები ეწვივნენ - საქართველოში არაოფიციალური სამუშაო ვიზიტითიმყოფებოდა ტრნავას საფეხბურთო კლუბ "სპარტაკის" ვიცე-პრეზიდენტი ზორან ტერზიჩი.
ვიზიტის მსვლელობისას სტუმარი გაეცნო საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ინფრასტრუქტურას და ესტუმრა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე იმერული კლუბის მშენებარე ბაზას. დაიგეგმა ქართული დელეგაციის საპასუხო ვიზიტი სლოვაკეთში, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
აქვე უნდა ითქვას, რომ მხარეებმა გამოთქვეს დაინტერესება იმერულ კლუბსა და ტრნავას "სპარტაკს" შორის სამომავლო ურთიერთობათა გაღრმავების საკითხში. ეს თემა განხილვის საგანი ზესტაფონელთა სლოვაკეთში ვიზიტისას გახდება...
ტრნავას "სპარტაკის" ვიცე-პრეზიდენტი ზორან ტერზიჩი და ს. კ. "ზესტაფონის" გენერალური დირექტორი მიხეილ ხუციშვილი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე ბაზის დათვალიერებისას.