Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

28.12.2014

 

 

 

 

 

 

 

როინ კვასხვაძე "ზესტაფონის" ამბებს ეხმაურება

 

ზესტაფონში ყოველთვის უნდა იყოს გუნდი, რომელიც საქართველოში პირველობისთვის იბრძოლებს

 

 

 

 

 

 

 

მარგველთა ექს-კაპიტანი და ეროვნული ნაკრების გოლკიპერი როინ კვასხვაძე
 

ყოველდღიურ სპორტულ გაზეთ "ლელოს" ერთ-ერთ ბოლო ნომერში გამოქვეყნდა ინტერვიუ საქართველოს ეროვნული ნაკრების გოლკიპერ როინ კვასხვაძესთან, რომელშიც ჩვენი გუნდის ექს-კაპიტანი, სხვა საკითხებთან ერთად, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონში" შექმნილი სიტუაციისადმი და ზოგადად ზემოიმერული გუნდისა და მისი ქომაგისადმი თავის დამოკიდებულებაზე საუბრობს...

 

"საქართველოს ნაკრებისა და კვიპროსული "ოთელოსის" მეკარე როინ კვასხვაძემ თავის გუნდთან ერთად კვიპროსის ჩემპიონატის პირველი წრე დაასრულა ... "ლელო" როინ კვასხვაძეს დაუკავშირდა...

... - არ იქნება, "ზესტაფონზე" არ გკითხოთ. თქვენ წლების განმავლობაში იყავით ამ გუნდის ლიდერი და კაპიტანი...
- ძალიან მწყდება გული, რომ ასე მოხდა. ზესტაფონში ყოველთვის უნდა იყოს გუნდი და, რაც მთავარია, ისეთი გუნდი, რომელიც საქართველოში პირველობისთვის იბრძოლებს.

მჯერა, რომ მალე გამოსწორდება ყველაფერი. მივმართავ ჩემს მეგობრებს, რომ არ დაკარგონ უკეთესი მომავლის რწმენა. მეც თქვენთან ერთად მიგულეთ ამ წუთებში - ასე მივმართავდი ზესტაფონელ ქომაგებს.

მარტო ქალაქს კი არა, მთლიანად ქართულ ფეხბურთს სჭირდება "ზესტაფონი" და ის არ უნდა დაიშალოს".

 

იბეჭდება შემოკლებით

ალეკო კაკაურიძე, ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014