Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

21.09.2014

 

 

 

 

 

 

 

დუბლიორთა გამარჯვება ორნიშნა ანგარიშით

 

 

 

 

 

 

 

 

 

2014 წლის 21 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეექვსე ტურის მატჩები. ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა ქობულეთის საფეხბურთო კლუბ ”შუქურას” მეორე გუნდს საკუთარ ბაზაზე უმასპინძლეს.

 

მასპინძლებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: კუპატაძე, თორნიკე გრიგალაშვილი (ჩიტორელიძე, 56), რობაქიძე, ვაჭარაძე, ენდელაძე (ბარბაქაძე, 63), სამუშია (ჩუბინიძე, 38), კანდელაკი, მაკარიძე, ფანცულაია (აბრამიშვილი, 77), კაპანაძე (მოსიძე, 56), მიქელთაძე.

 

როგორც მოგახსენეთ, "ზესტაფონისა" და "შუქურას" დუბლიორთა გუნდების დაპირისპირება მასპინძლეთა საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა. უნდა ითქვას, რომ მატჩის სანახავად მოსულმა გულშემატკივართმა მოედანზე გაჩაღებული ბრძოლა ვერ იხილა - მატჩი იმერელთა უდიდესი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ ქობულეთელთა განადგურებით დასრულდა...

 

იმერულ-აჭარული დაპირისპირების პირველი ნახევარი 6-0 დასრულდა. უკვე 7-ე წუთზე ანგარიში გურამ სამუშიამ გახსნა, 11 -ეზე კი თორნიკე კაპანაძემ ის ორამდე გაზარდა. ტაიმის ბოლომდე, 14-ე და 42-ე წუთებზე გატანილი გოლების წყალობით, თორნიკე კაპანაძემ ჰეთ-თრიკის შესრულებაც მოახერხა. 19-ე წუთზე ბექა მიქელთაძემ ზუსტად შეასრულა პენალტი, ხოლო კიდევ ერთი გოლი სტუმართა კარში 26-ე წუთზე გიორგი ფანცულაიამ გაიტანა.

 

ზესტაფონელებმა "შუქურას" ამოსუნთქვის საშუალება არც მეორე ტაიმში მისცეს. 51-ე წუთზე ბექა მიქელთაძემ სტუმართა კარში კიდევ ერთი გოლი გაიტანა. 65-ე და 73-ე წუთებზე დუბლი უკვე მიხეილ ვაჭარაძემ შეასრულა. 75-ე წუთზე ქობულეთელ დუბლიორთა კარი მეათედ გიორგი მაკარიძემ აიღო, ხოლო 76-ეზე გიორგი ფანცულაიამ დღევანდელ შეხვედრაში დუბლიც შეასრულა და იმერულ-აჭარული დუელის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. ზესტაფონელ დუბლიორთა გამარჯვება გამანადგურებელი ანგარიშით 11-0.

 

 

დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014