Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

15.12.2014

 

 

 

 

 

 

 

ეროვნული ჩემპიონატი: ყველა სეზონი, ყველა გუნდი, ყველა ციფრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მიმდინარე ჩემპიონატის პირველი წრის საუკეთესო ბომბარდირმა ჯაბა დვალმა თავი 10 გატანილი გოლით გამოიჩინა
 

2014 წლის 7 დეკემბერს დასრულდა საქართველოს XXVI ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის საშემოდგომო ნაწილი. საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ოფიციალური ვებგვერდი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის (1990-2014 წლები) მონაწილე ყველა გუნდის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის შემაჯამებელ ცხრილს გთავაზობთ.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს”, რომელიც დაარსებულია 2004 წლის 18 ივნისს, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატებში გამართული აქვს 335 მატჩი, აქედან 186 დასრულდა ზესტაფონელი ფეხბურთელების გამარჯვებით, 71 შეხვედრაში დაფიქსირდა ფრე, 78-ში კი იმარჯვეს ზესტაფონელთა მეტოქეებმა. ბურთების სხვაობაა 551-292. ამ მატჩებში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” მოპოვებული აქვს 629 ქულა.

 

უნდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება იმაზე, რომ ქვეყნის უმაღლეს დივიზიონში ჩატარებულ მატჩებში ”ზესტაფონის” მიერ გატანილი გოლების საერთო რაოდენობამ 551 მიაღწია.

 

აქვე უნდა ითქვას იმაზეც, რომ მარგველთა (აქ მხედველობაში გვაქვს უმაღლეს ლიგაში ქალაქის წარმომადგენელი სამივე კლუბის ("მარგვეთი", "მეტალურგი" და ”ზესტაფონი”) საერთო მონაგარი) მიერ ქვეყნის ეროვნულ ჩემპიონატში ჩატარებული მატჩების საერთო რაოდენობა სადღეისოდ 646 შეადგენს. ამ შეხვედრებში ზესტაფონელებს მოპოვებული აქვთ 299 გამარჯვება და 125 ფრე, 222 მატჩი კი იმერლებმა დათმეს. ამ შეხვედრებში გატანილია 998 და გაშვებულია 858 გოლი.

 

გემახსოვრებათ, რომ წინა სეზონის მსვლელობისას ზესტაფონელებმა 25-ვე ტურნირის შედეგების გათვალისწინებით შეჯამებულ ცხრილში ეროვნული ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე წარმატებული კლუბების, თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის ”ტორპედოს” მსგავსად, პირველობის მატჩებში მოპოვებულ ქულათა 1000-ანი ზღვარი გადალახეს (სადღეისოდ ქალაქ ზესტაფონის საფეხბურთო კლუბების საერთო მონაგარი 1022 ქულას შეადგენს) და ყველა ჩემპიონატის შედეგების შემაჯამებელ ცხრილში საპატიო მესამე პოზიციაზე დამკვიდრნენ.

 

ასევე მესამე პოზიციაზე იმყოფებიან ზესტაფონელები მოპოვებული გამარჯვებებისა და გატანილი გოლების რაოდენობის მხრივაც - შიდა პირველობის ეგიდით მოპოვებული შემდეგი გამარჯვება იმერელთათვის საიუბილეო 300-ე, ხოლო მეტოქეთა კარში გატანილი მეორე გოლი - უმაღლეს ლიგაში რიგით 1000-ე იქნება. თბილისის დინამოელებსა და ქუთათურებს თუ არ ჩავთვლით, ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობისას ასეთი შედეგისთვის არცერთი ქალაქის გუნდსა თუ გუნდთა კრებულს არ მიუღწევია...

 

 

გუნდი

ჩ.

ბურთები

1

"დინამო" (თბილისი) (+)

26

802

560

135

107

1985-601

1815

2

"ტორპედო" (ქუთაისი) (+)

23

704

362

140

202

1208-797

1226

3

ზესტაფონი * (+)

21

646

299

125

222

998-858

1022

2004-14
"ზესტაფონი" (+)
11
335
186
71
78
551-292
629
2001-03
"მეტალურგი"
2
64
15
11
38
50-123
56
1991-98
"მარგვეთი"
8
247
98
43
106
397-443
337
4
"კოლხეთი-1913" (ფოთი) (+)
21
646
278
128
240
923-809
962
5
”მეტალურგი” (რუსთავი) ** (+)
19
582
276
132
174
785-585
960

6

"დინამო" (ბათუმი) (+)
21
627
267
134
226
930-706
935

7

"ვიტ-ჯორჯია" (თბილისი) (+)
18
552
257
139
156
746-522
910

8

"სიონი" (ბოლნისი) (+)
20
615
219
135
261
681-813
792

9

"დილა" (გორი) (+)
22
669
220
113
336
794-1045
773

10

”ზუგდიდი” *** (+)

18

546

188

89

269

698-884

653

11

"ლოკომოტივი" (თბილისი)

13

400

174

97

129

503-391

619

12

"გორდა" (რუსთავი)
14
435
181
76
178
680-612
619

13

"სამტრედია" (+)
14
423
150
76
197
561-692
526

14

"გურია" (ლანჩხუთი) (+)

13

385

140

52

193

538-733

472

15

"შევარდენი" (თსუ) (თბილისი)
12
373
134
70
169
510-571
472

16

"სამგურალი" (წყალტუბო)

11

333

113

53

167

396-584

392

17

”სპარტაკი” (ცხინვალი) **** (+)
9
277
70
55
152
254-477
265

18

"ივერია" (ხაშური)
7
213
62
31
120
235-416
217

19

"კახეთი" (თელავი)
7
214
62
27
125
269-473
213

20

"ცხუმი" (”დინამო”) (სოხუმი)

5

153

59

22

72

265-269

199

21

"ალაზანი" (გურჯაანი)

4

125

55

20

50

197-224

185

22

"ამერი" (თბილისი)
3
82
47
13
22
133-67
154

23

"ჩიხურა" (საჩხერე) (+)
4
106
42
23
41
137-152
149

24

"ბორჯომი"
4
112
38
19
55
132-185
133

25

"კოლხეთი" (ხობი)
4
119
33
25
61
154-208
124

26

"მზიური" (გალი)

3

91

33

16

42

125-162

115

27

"მერანი" (მარტვილი) (+)
4
115
32
18
65
105-180
114

28

"ამირანი" (ოჩამჩირე)

3

91

27

21

43

111-148

102

29

"მერცხალი" (ოზურგეთი)

4

123

24

22

77

122-248

94

30

"მრეტები" (თბილისი)

3

106

26

15

65

114-210

93

31

"საპოვნელა" (თერჯოლა)

2
66
25
11
30
98-122
86

32

"გაგრა"
3
102
21
23
58
88-160
86

33

"მესხეთი" (ახალციხე)
2
56
18
14
24
52-72
68

34

"სულორი" (ვანი)

2

57

19

10

28

82-123

67

35

"მაღაროელი" (ჭიათურა)

2

66

18

11

37

81-145

65

36

"შუქურა" (ქობულეთი) (+)
2
45
17
9
19
58-74
60

37

"არსენალი" (თბილისი)

2

58

14

14

30

55-94

56

38

”სპარტაკი” (თბილისი)

2

62

12

11

39

44-115

47

39

"მერანი" (თბილისი)
2
52
12
9
31
35-95
45

40

"მცხეთა-ურიონი"

1

33

12

5

16

41-63

41

41

"დურუჯი" (ყვარელი)

2

60

9

4

47

51-192

31

42

"მილანი" (წნორი)

1

32

6

8

18

18-54

26

43

"თბილისი" (დინამო-2)

1

28

6

6

16

33-57

24

44

"ეგრისი" (სენაკი)

1

30

5

2

23

42-90

17

პირობითი აღნიშვნები: (ჩ) - ჩემპიონატების საერთო რაოდენობა, (თ) - თამაშების საერთო რაოდენობა, (მ) - მოგებათა საერთო რაოდენობა, (ფ) - ფრეთა საერთო რაოდენობა, (წ) - წაგებათა საერთო რაოდენობა, (ქ) - ქულათა საერთო რაოდენობა.

 

შენიშვნები:

* - მოცემულია ქალაქ ზესტაფონის გუნდების (”მარგვეთი”, ”მეტალურგი” და ”ზესტაფონი”) საერთო მონაგარი.

 

** - საფეხბურთო კლუბ ”თბილისის” (ყოფილი ”მერანი-91”) საერთო მონაგარს ემატება რუსთავის საფეხბურთო კლუბების ”ოლიმპისა” და ”მეტალურგის” შედეგები.

 

*** - მოცემულია ქალაქ ზუგდიდის გუნდების (”ოდიში”, ”მგლები”, ”ბაია” და "ზუგდიდის" ) საერთო მონაგარი.

 

**** - მოცემულია ქალაქ ცხინვალის გუნდების (”ლიახვი”, ”ცხინვალი” და ”სპარტაკი”) საერთო მონაგარი.

 

(+) - XXVI ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014