მცირე დასვენების შემდეგ იმერლები ზესტაფონში შეიკრიბნენ და საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშს შეუდგნენ. საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეცხრე ტურის შეხვედრას მარგველები 19 ოქტომბერს გამართავენ - თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის სტადიონზე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პირველი გუნდი ადგილობრივ "დილას" ესტუმრება.
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეს-სამსახური გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს, რომელიც ზესტაფონის ბაზაზე დღეს გამართული ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს ...