Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

26.08.2014

 

 

 

 

 

 

 

 

ინტერვიუ გიორგი ილურიძესთან

 

 

 

 

 

 

 

 

გიორგი ილურიძე
 

გიორგი ილურიძე კვიპროსული "ერმისიდან" საქართველოში დაბრუნდა და სეზონის ბოლომდე "ზესტაფონში" ითამაშებს.

22 წლის ფორვარდი ჩვენი ფეხბურთის ერთ-ერთი იმედია და მარგველთათვის მისი შემატება პატარა საქმე არ არის.


- 27 აგვისტოს იკრიბება "ზესტაფონი" და მეც მაშინ შევუერთდები გუნდს. ადაპტაცია არ უნდა გამიჭირდეს, რადგან ბიჭების უმრავლესობას ვიცნობ. დანარჩენი უშუალოდ მინდორზე გამოჩნდება - უნდა დავამტკიცო, რომ თამაში შემიძლია.

- რატომ მაინცდამაინც "ზესტაფონი"? თქვენს გადაბირებაზე უარს ბევრი ქართული გუნდი არ იტყოდა...
- პირველი მიზეზი, რის გამოც "ზესტაფონის" სასარგებლოდ გავაკეთე არჩევანი, მწვრთნელია. მჯერა, გია გეგუჩაძის ხელში კიდევ უფრო გავიზრდები. მეორე მომენტი ისაა, რომ მინდა, საქართველოს ჩემპიონი გავხდე. "ზესტაფონს" შეუძლია ამ მიზნის მიღწევა.

- გუნდიდან ბევრი ფეხბურთელი რომ წავიდა, ეს არ იქნება სერიოზული დაბრკოლება ამ გზაზე?
- რა თქმა უნდა, ცუდია, რომ ბევრი ფეხბურთელი წავიდა, მაგრამ შემადგენლობა მაინც კარგია.

- "ჰაიდუკში" თქვენი ყოფნის პერიოდზე ბევრი დაიწერა. ამაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებთ. "ერმისი" რატომღა დატოვეთ?
- შემადგენლობას კლუბის პრეზიდენტი აყენებდა. რატომღაც ამითვალწუნა... ევროპალიგაზე რომ არ მათამაშა, მივხვდი, კვიპროსი უნდა დამეტოვებინა. მწვრთნელი კი მიცავდა, მაგრამ არა და არ შეიცვალა მიდგომა. როგორც გავიგე, გუნდის "ერმისის" თავკაცი ნიკოს პანაიოტუც წასვლაზე ფიქრობს.

- საქართველოს ნაკრებს ფორვარდის პრობლემა აქვს. მიწვევა ხომ არ მიგიღიათ?
- არა. თუმცა, თუ გამოვადგები ნაკრებს, მუდამ მზად ვარ სამსახურისთვის.

 

ალეკო კაკაურიძე, ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014