12.12.2014
ეროვნული ჩემპიონატის საშემოდგომო ეტაპი ციფრებში
საქართველოს XXVI ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის საშემოდგომო ეტაპი მიმდინარე წლის 7 დეკემბერს დასრულდა. ტრადიციისამებრ, გთავაზობთ სხვადასხვა სახის სტატისტიკურ ინფორმაციას, რომელიც საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონსა” და კლუბის ფეხბურთელთა ინდივიდუალურ მიღწევებს უკავშირდება.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს”, რომელიც დაარსებულია 2004 წლის 18 ივნისს, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატებში გამართული აქვს 335 მატჩი, აქედან 186 დასრულდა ზესტაფონელი ფეხბურთელების გამარჯვებით, 71 შეხვედრაში დაფიქსირდა ფრე, 78-ჯერ კი იმარჯვეს ზესტაფონელთა მეტოქეებმა. ბურთების სხვაობაა 551-292. ამ მატჩებში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” მოპოვებული აქვს 629 ქულა.
რაც შეეხება ეროვნული პირველობის ეგიდით საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მაისურით გამართული მატჩების ოდენობით საუკეთესო შედეგს, ის კვლავ ზესტაფონელთა მაისურით 155 მატჩის ჩამტარებელ როინ კვასხვაძეს ეკუთვნის. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მარგველთა ექს-კაპიტანს გუნდის ღირსება ერთბაშად 9 ეროვნულ ჩემპიონატში დაუცავს.
გუნდში მიმდინარე სეზონში მოასპარეზე ფეხბურთელთაგან საუკეთესო მაჩვენებლები გიორგი ხიდეშელსა (126 მატჩი) და ჯაბა დვალს (110 მატჩი) აქვთ. უნდა ითქვას ისიც, რომ გიორგი ხიდეშელსა და გიორგი ჭანკოტაძეს ჩვენი გუნდის რიგებში 8-8 ეროვნულ ჩემპიონატში უასპარეზიათ.
საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის 15 მატჩში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მაისურით 20 ფეხბურთელმა იასპარეზა. პირველი წრის მატჩებში ზემოიმერლებმა 36 ყვითელი და 1 წითელი ბარათი მიიღეს.
ზესტაფონელთა მიერ გატანილი 29 გოლი ზემოიმერული გუნდის 12 ფეხბურთელის ანგარიშზეა. ყველაზე შედეგიანად "ზესტაფონის" თავდასხმის ხაზის ფეხბურთელები ირჯებოდნენ - მათ ანგარიშზე 19 გატანილი გოლია, ნახევარდაცვის ხაზის წარმომადგენლებმა თავი 7-ჯერ გამოიჩინეს, მცველებმა კი 3 გოლი შეაგდეს.
გოლების დიდი ნაწილი (7-7) მარგველებს მატჩების 16-30 წუთების შუალედში და დასკვნით 15 წუთში გაჰქონდათ, რაც საერთო რიცხვის 24,1-24,1 % შეადგენს. პირველი ტაიმის მიწურულს (31-45 წუთები) იმერლებმა თავიანთ მეტოქეების კარის ბადე 5-ჯერ შეარხიეს, რაც საერთო რაოდენობის 17,2 % გახლავთ. მატჩების სასტარტო მონაკვეთში (1-15 წუთები) 4 გოლია (13,8 %) გატანილი, ხოლო 46-60 და 61-75 წუთებზე - სულ რაღაც 3-3 გოლი (10,3-10,3 %).
29 გოლიდან 14 ზესტაფონელებმა გასვლით შეხვედრებში გაიტანეს, შინ კი მეტოქის კარის აღება 15-ჯერ მოახერხეს. 15 შეხვედრის პირველ ტაიმებში - 16 (55,17 %), ხოლო მეორე ტაიმებში - 13 (44,83 %) გოლი გავიდა. XXVI ეროვნული ჩემპიონატის საშემოდგომო ეტაპზე იმერელთა საუკეთესო ბომბარდირი 10 გატანილი გოლით ჯაბა დვალი გახდა.
აღნიშვნის ღირსია კლუბის საუკეთესო გოლეადორთა ”ჭიდილი” - ზესტაფონელ მეგოლეთა დავას ისევ ნიკოლოზ გელაშვილი ლიდერობს - ქვეყნის 2009 და 2011 წლების საუკეთესო ბომბარდირის ანგარიშზე ეროვნულ ჩემპიონატის მატჩებში გატანილი 63 გოლია. მეორე ადგილზე 55 ზუსტი დარტყმითაა ჯაბა დვალი, ხოლო 48 გატანილი გოლით მესამეზე ზურაბ იონანიძე გახლავთ მოკალათებული. მათ კვალში რატი წინამძღვრიშვილი - 24, თორნიკე გორგიაშვილი - 21, გოგა ფიფია - 21 და შოთა გრიგალაშვილი - 18 გატანილი გოლით მოჰყვებიან.
|
”ზესტაფონის” ფეხბურთელთა ინდივიდუალური მაჩვენებლები XXVI ეროვნული ჩემპიონატის საშემოდგომო ეტაპზე |
ფეხბურთელი |
თამაში |
წუთი |
გოლი |
ყვით. |
წით. |
ბოიან პავლოვიჩი |
15 |
1350 |
- 22 |
- |
- |
თორნიკე კაპანაძე |
15 |
520 |
3 |
2 |
- |
რენე ფერეირა |
14 |
1249 |
- |
4 |
- |
ვახტანგ ჭანტურიშვილი |
14 |
1239 |
1 |
4 |
- |
მიხეილ სარდალიშვილი |
14 |
1237 |
2 |
3 |
- |
თედორე გრიგალაშვილი |
14 |
1172 |
1 |
3 |
- |
მალხაზ გაგოშიძე |
14 |
1118 |
- |
2 |
- |
გიორგი ფანცულაია |
14 |
432 |
2 |
- |
- |
ლევან შარიქაძე |
13 |
1148 |
2 |
3 |
- |
გიორგი ჭანკოტაძე |
13 |
762 |
1 |
1 |
- |
|
|
ფეხბურთელი |
თამაში |
წუთი |
გოლი |
ყვით. |
წით. |
ჯაბა დვალი |
12 |
1003 |
10 |
1 |
1 |
გიორგი ხიდეშელი |
10 |
896 |
1 |
2 |
- |
ლაშა გვალია |
10 |
776 |
1 |
3 |
- |
გიორგი ილურიძე |
10 |
588 |
4 |
1 |
- |
ავთო ენდელაძე |
10 |
399 |
- |
2 |
- |
თორნიკე გრიგალაშვილი |
8 |
647 |
- |
3 |
- |
ბექა მიქელთაძე |
6 |
77 |
- |
1 |
- |
თეიმურაზ ღონღაძე |
2 |
180 |
1 |
1 |
- |
ოთარ ხიზანეიშვილი |
1 |
11 |
- |
- |
- |
მირიან რობაქიძე |
1 |
1 |
- |
- |
- |
|
|