საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მფლობელმა ილია კოკაიამ და ბიზნესმენმა გიორგი კაპანაძემ საინფორმაციო სააგენტო “პრაიმ ტაიმის” პრესკლუბში გუშინ გამართეს პრესკონფერენცია, რომელზეც საუბარი ზესტაფონის საფეხბურთო ბაზის მშენებლობისას კომპანია "დომინუსის" მიერ თანხების მიტაცებასა და სხვა საინტერესო საკითხებს შეეხო.
იმერული კლუბის ბაზის მშენებლობისას კომპანია "დომინუსის" (ხელმძღვანელები: გელა გურული და გია პირველაშვილი) მიერ თანხების მიტაცების ფაქტზე აქამდეც ბევრი დაწერილა. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ სწორედ ამ კომპანიის მიერ უხარისხოდ ჩატარებული სამშენებლო სამუშაოების შედეგი გახლდათ ზესტაფონის ბაზაზე ერთ-ერთი მინდვრის საფარის მოჭრისა და ამ საფარის თბილისის მშენებარე ბაზაზე გადატანის გადაწყვეტილება.
აქვე გთავაზობთ გუშინდელი პრესკონფერენციის ამსახველ მასალას, რომელიც "პრაიმ ტაიმის" ინტერნეტ-გვერდზე გამოქვეყნდა:
" საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეზიდენტი ილია კოკაია, კომპანია „დომინუსის“ დირექტორს გელა გურულს 240 000 ლარის მითვისებაში ამხელს.
როგორც კოკაიამ ბიზნესმენ გიორგი კაპანაძესთან ერთად "პრაიმტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, საქმე ზესტაფონის ბაზის მშენებლობას ეხება.
"საქმე ეხება ზესტაფონის საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზის მშენებლობისას თანხების დატაცების ფაქტს. რის შემდეგადაც გია პირველაშვილი და გელა გურული დაკავებულ იქნენ. ამ კომპანიასთან ჩვენ გაფორმებული გვქონდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მათ ვალდებულება ჰქონდათ, რომ აეშენებინათ საფეხბურთო ბაზა.
ჩვენს მიერ მათთვის თანხები იქნა გადახდილი და მათ თანხები, 240 000 ლარის ოდენობით, მიიითვისეს. ბაზაც დაუმთავრებელი დარჩა. ამ კომპანიასა და კლუბს შორის ეს დავა ორი წელი გრძელდებოდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა თანხის მითვისება,
საგამოძიებო ორგანოში სარჩელი ჯერ გელა გურულმა შეიტანა. მას შემდეგ, რაც ჩვენ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვა მივიღეთ, სასამართლოს მივმართეთ. აქ საუბარია 200 000 ლარზე მეტის მითვისებაზე.
შეურაწმყოფელია, როდესც, გელა გურულს ბიზნესმენად მოიხსენიებენ. ის ჩვეულებრივი, დაქირავებული მუშაკი გახლდათ და თანაც თაღლითი აღმოჩნდა ", - აცხადებს კოკაია".
საინფორმაციო სააგენტო “პრაიმ ტაიმის” პრესკლუბში გუშინ გამართული პრესკონფერენციის ვიდეოჩანაწერი