Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 

 

 

 

 

 

22.02.2016

თენგიზ ჩიკვილაძის ვიდეომიმართვა

 

"ზესტაფონის" მხარდამჭერ აქციას ჩვენი გუნდის რიგებში 2005 წლის ეროვნული თასის გათამაშების ფინალისტი თენგიზ ჩიკვილაძე შეუერთდა - გამოცდილი მცველი თავის ყოფილ კლუბსა და მის ქომაგს თანადგომას უცხადებს და უმაღლეს ლიგაში მალე დაბრუნებას უსურვებს ...

20.02.2016

U-21. საქართველო-უკრაინა ზესტაფონში ჩატარდება

 

სფფ-სა და „ზესტაფონს“ შორის გაფორმებული კონტრაქტის ფარგლებში, "დავით აბაშიძეზე" ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩების გარდა, მიმდინარე წლის 28 მარტს, საქართველოსა და უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებთა ამხანაგური შეხვედრა გაიმართება ...

18.02.2016

შეთანხმება სტადიონისა და ბაზის იჯარის შესახებ

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და "ზესტაფონს" შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ზემოიმერული კლუბი სფფ-ს იჯარის წესით სარგებლობაში გადასცემს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონსა და ზესტაფონში მდებარე ბაზის ერთ-ერთ მოედანს ...

16.02.2016

როინ კვასხვაძის თანადგომა "ზესტაფონს"

 

"ზესტაფონის" მხარდამჭერ აქციას სულ უფრო მეტი ადამიანი უერთდება - დღეს თქვენს წინაშეა როინ კვასხვაძე. ახლო წარსულში ზესტაფონელთა მაისურით ქვეყნის ორგზის ჩემპიონი და გუნდის კაპიტანი თავის ყოფილ კლუბსა და მის ქომაგს მხარდაჭერასა და თანადგომას უცხადებს ...

14.02.2016

სტადიონების ინსპექტირების კომისიის მორიგი ვიზიტი

 

ზესტაფონში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა სფფ-ს სტადიონების ინსპექტირების კომისია - სტუმრობის მიზანი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონსა და კლუბის ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურისა და მინდვრის საფარის მდგომარეობის შეფასება გახლდათ ...

12.02.2016

თანადგომა პირენეის ნახევარკუნძულიდან

 

მხარდამჭერ აქციას ახლო წარსულში მარგველთა ფეხბურთელი, დღეს კი თბილისის "ლოკომოტივის" მწვრთნელი შალვა ღონღაძე უერთდება. რკინიგზელებთან ერთად ესპანურ შეკრებაზე მყოფი სპეციალისტი თავის ყოფილ კლუბსა და მის ქომაგს თანადგომას უცხადებს ...

09.02.2016

მორიგი რეპორტაჟი ზესტაფონის ბაზიდან

 

როგორც იცით, 2015 წლის ბოლოს ზესტაფონის სპორტული კომპლექსის ორ მოედანზე ბალახი დაითესა. სამუშაოები შეასრულა კომპანია "Lawns of Georgia"-მ, რომელიც გაზონების დამზადებითაა დაკავებული და უკვე რამდენიმე წელია ამ სფეროში წარმატებით ფუნქციონირებს ...

07.02.2016

მხარდამჭერი აქცია - გეგი კიკაბიძის ვიდეომიმართვა

 

"ზესტაფონის" მხარდამჭერ აქციას ახლო წარსულში მარგველთა გოლკიპერი, დღესდღეობით კი ჟურნალისტი და "TV პირველის" სპორტული თოქ-შოუ "ჩვენი თამაშის" წამყვანი გეგი კიკაბიძე შეუერთდა - ის თავის ყოფილ კლუბს თანადგომას უცხადებს და მალე დაბრუნებას უსურვებს ...

05.02.2015

"რეტროსპექტივა": ”თრილერი” კიეველებთან შეხვედრაში

 

დღეს "რეტროსპექტივაში" მარგველთა მიერ ზუსტად ხუთი წლის წინ გამართულ ერთ მატჩზე მოგითხრობთ - 2011 წლის 5 თებერვალს მარბელიას თასის შეხვედრაში ”ზესტაფონი” საბჭოთა, უკრაინული და ევროპული ფეხბურთის გრანდს, კიევის ”დინამოს” დაუპირისპირდა ...

02.02.2015

"ლელოს" პუბლიკაცია

 

სფფ-ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას "ზესტაფონის" გენდირექტორი კორნელი კოკაიაც ესწრებოდა. ცერემონიალის დაწყებამდე შედგა შეხვედრა კოკაიასა და ლევან კობიაშვილს შორის, რომელმაც გამოთქვა სურვილი, ჩავიდეს ზესტაფონში და ადგილზე შეხვდეს გულშემატკივარს ...

30.01.2016

ლაურეატთა საზეიმო დაჯილდოება "GFF AWARDS 2015"

 

29 იანვარს თბილისის საკრებულოში სფფ-მ წლის შემაჯამებელი ღონისძიება - დაჯილდოება "GFF AWARDS 2015 " გამართა. სხვა ქართული კლუბების წარმომადგენლებთან ერთად, საზეიმო ცერემონიალს "ზესტაფონის" გენერალური დირექტორი ბატონი კორნელი კოკაია ესწრებოდა ...

28.01.2016

"რეტროსპექტივა": უშეღავათო ბრძოლა "აბაშიძეზე"

 

დღეს მარგველთა მიერ ევროასპარეზზე გამართულ კიდევ ერთ მატჩზე მოგითხრობთ - 2012 წლის 24 ივლისს უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებით შეხვედრაში ”ზესტაფონმა” ბაქოს "ნეფთჩის" დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლა ...

25.01.2016

ლევან კუტალიას თანადგომა "ზესტაფონს"

 

"ზესტაფონის" მხარდამჭერ აქციას ისევ უერთდებიან სხვადასხვა ადამიანები. დღეს თქვენს წინაშეა ახლო წარსულში მარგველთა ნახევარმცველი ლევან კუტალია, რომელიც თავის ყოფილ კლუბსა და მის ქომაგს თანადგომას უცხადებს და მალე დაბრუნებას უსურვებს...

23.01.2016

ილია კოკაია "TV პირველის" კითხვებს პასუხობს

 

მიმდინარე წლის 22 იანვარს ტელეკომპანია "ტვ-პირველის" პირდაპირ ეთერში გავიდა ინტერვიუ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მფლობელთან, ბატონ ილია კოკაიასთან. ჩვენი კლუბის პრეს-სამსახური ზემოთნახსენები ინტერვიუს სრულ ვიდეოჩანაწერს გთავაზობთ ...

21.01.2016

მხარდამჭერი აქცია - ალექს ბენაშვილის ვიდეომიმართვა

 

"ზესტაფონის" მხარდამჭერ აქციას ალექს ბენაშვილი შეუერთდა - ჩვენი გუნდის რიგებში ყველა ქართული ტიტულის მომგები და ევროტურნირებში მრავალი დასამახსოვრებელი მატჩის ჩამტარებელი ფეხბურთელი თავის ყოფილ კლუბსა და მის ქომაგს თანადგომას უცხადებს...

19.01.2016

გიორგი განუგრავა "ზესტაფონს" თანადგომას უცხადებს

 

ქომაგთა მიერ წამოწყებულ "ზესტაფონის" მხარდამჭერ აქციას სულ უფრო მეტი ადამიანი უერთდება - დღეს თქვენს წინაშეა გიორგი განუგრავა. ახლო წარსულში იმერელთა ერთ-ერთი უსაყვარლესი ფეხბურთელი თავის ყოფილ კლუბსა და მის ქომაგს თანადგომას უცხადებს ...

17.01.2016

"რეტროსპექტივა": მარცხიანი სტუმრობა ბაქოში

 

დღეს მარგველთა მიერ ევროტურნირებში გამართულ მორიგ მატჩზე მოგითხრობთ - 2012 წლის 17 ივლისს ჩემპიონთა ლიგის გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრაში ”ზესტაფონი” ბაქოს სტადიონ "დალღაზე" "ნეფთჩის” დაუპირისპირდა ...

14.01.2016

”ზესტაფონი” ბატონ ნოდარ ახალკაცს ულოცავს!

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი” დაბადების დღეს ულოცავს ახლო წარსულში სფფ-ის პრეზიდენტს, დღესდღეობით კი ფიფასა და უეფაში სხვადასხვა საპასუხიმგებლო თანამდებობაზე მოღვაწე ბატონ ნოდარ ახალკაცს, რომელსაც დღეს 40 წელი შეუსრულდა!

12.01.2016

როინ ონიანის თანადგომა "ზესტაფონს"

 

"ზესტაფონის" მხარდამჭერი აქცია კვლავ გრძელდება - დღეს თქვენს წინაშეა ახლო წარსულში იმერელთა ფეხბურთელი, ეროვნული თასის 2008 წლის გათამაშების ტრიუმფატორი როინ ონიანი, რომელიც თავის ყოფილ კლუბსა და მის ქომაგს თანადგომას უცხადებს ...

10.01.2016

რეპორტაჟი ზესტაფონის საფეხბურთო კომპლექსიდან

 

გასული წლის ბოლოს ზესტაფონში მდებარე ბაზის ერთბაშად ორ მოედანზე ბალახი დაითესა. სამუშაოები შეასრულა კომპანია "Lawns of Georgia"-მ, რომელიც ევროსტანდარტების შესაბამისი გაზონების დამზადებითაა დაკავებული და რამდენიმე წელია წარმატებით ფუნქციონირებს ...

07.01.2016

გურამ სამუშიას ვიდეომიმართვა

 

"ზესტაფონის" მხარდამჭერ აქციას მრავალი ადამიანი შეუერთდა. დღეს თქვენს წინაშეა ახლო წარსულში ზესტაფონელთა კიდევ ერთი ფეხბურთელი - გურამ სამუშია, რომელიც ყოფილ კლუბსა და მის ქომაგს თანადგომას უცხადებს და ახალ წელიწადში წარმატებებს უსურვებს ...

05.01.2016

თანადგომა ჩეჩნეთის დედაქალაქიდან

 

თანადგომის აქციას ბევრი ფეხბურთელი შეუერთდა. თქვენს წინაშეა წარსულში იმერელთა, დღეს კი რუსულ პრემიერლიგაში მოასპარეზე გროზნოს "ტერეკის" მცველი თედო გრიგალაშვილი, რომელიც თავის ყოფილ კლუბსა და მის გულშემატკივრების თანადგომას უცხადებს ...

31.12.2015

ძველი წელი წავიდა... გაუმარჯოს ახალს!

 

სულ რამდენიმე საათიც და წარსულს ჩაბარდება 2015 წელი - მოვლენებით დახუნძლული და ალბათ ყველაზე მძიმე კლუბის ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ წლის პირველ ნახევარში ბევრი უსიამოვნო რამ მოხდა, პოზიტიურიც მრავლად იყო ...

28.12.2015

მალხაზ გაგოშიძის მხარდაჭერა "ზესტაფონს"

 

გულშემატკივართა ინიციატივით წამოწყებულ "ზესტაფონის" მხარდამჭერ აქციას იმერელთა ბევრი ყოფილი ფეხბურთელი შეუერთდა. დღეს თქვენს წინაშეა ახლო წარსულში ზესტაფონელთა მცველი მალხაზ გაგოშიძე, რომელიც ყოფილ კლუბსა და მის ქომაგს თანადგომას უცხადებს ...

26.12.2015

"ჩიბოს" თასი და თანადგომა "ზესტაფონს"

 

დღეს ქუთაისის სპორტის სასახლემ უმასპინძლა მოყვარულთა შორის თასის გათამაშებას, რომელიც 2015 წლიდან "ტორპედოს" ტრაგიკულად დაღუპული თანამშრომლის აკაკი ჩიბურდანიძის სახელს ატარებს. ღონისძიება ქომაგთა კლუბ "ჯუნგლების" მიერ გახლდათ ორგანიზებული ...

24.12.2015

"რეტროსპექტივა": ურთულესი მატჩი ბრიუგეში

 

დღეს ჩვენი კლუბის მიერ უეფას ტურნირებში გამართულ მორიგ მატჩზე მოგითხრობთ - 2011 წლის 25 აგვისტოს, ქალაქ ბრიუგეს სტადიონ "იან ბრეიდელზე" ”ზესტაფონი” უეფას ევროპალიგის პლეი-ოფის განმეორებით შეხვედრაში ადგილობრივ "ბრიუგეს” დაუპირისპირდა ...

21.12.2015

მხარდამჭერი აქცია - თამაზ ბოკერიას მიმართვა

 

"ზესტაფონის" მხარდამჭერი აქცია კვლავაც არ წყდება - კლუბს თანადგომას სხვადასხვა ადამიანები უცხადებენ. დღეს თქვენს წინაშეა ახლო წარსულში ეროვნული ნაკრების, "ზესტაფონისა" და "ტორპედოს", დღესდღეობით კი თბილისის "ლოკომოტივის" მენეჯერი თამაზ ბოკერია ...

19.12.2015

ერთი გუნდისა და ფოტოს ისტორია

 

დღეს ერთი ფოტოს ისტორიას გიამბობთ. ის 1934 წელს გადაღებული. მასზე გამოსახულია ჩვენი ქალაქის ფეხბურთელთა გუნდი, რომელიც ადგილმრეწველობის გაერთიანების დირექტორის, ბატონი ალექსანდრე ჟორჟოლაძის ინიციატივით შეიქმნა და მას "მერცხალი" ეწოდა ...

17.12.2015

ედიკ საჯაია "ზესტაფონს" თანადგომას უცხადებს

 

"ზესტაფონის" მხარდამჭერ აქციას მრავალი ადამიანი უერთდება, მათ შორის ბევრი ფეხბურთელიცაა. თქვენს წინაშეა ახლო წარსულში ზესტაფონელთა მაისურით ეროვნული თასის გათამაშების ტრიუმფატორი და ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის მფლობელი ედიკ საჯაია ...

15.12.2015

ექს-ზესტაფონელთა თანადგომა თავის ყოფილ კლუბს

 

გულშემატკივართა მიერ წამოწყებულ "ზესტაფონის" მხარდამჭერ აქციას სულ უფრო მეტი ადამიანი უერთდება. დღეს თქვენს წინაშე ახლო წარსულში ჩვენი კლუბის წევრები, დღესდღეობით კი "ჩიხურაში" მოასპარეზე გიორგი ჭანკოტაძე, დავით კუპატაძე და მიხეილ სარდალიშვილი არიან ...

14.12.2015

გამწვანებული ბაზის ამბავი

 

ამ რამდენიმე კვირის წინ ჩვენი საიტი იუწყებოდა, რომ იმერეთში მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე სამუშაოები იყო გაჩაღებული - 22-24 ნოემბერს კომპანია "Lawns of Georgia"-ს სპეციალისტთა მიერ მარგველთა სპორტული კომპლექსის ერთბაშად ორ მოედანზე ბალახი დაითესა ...

12.12.2015

"რეტროსპექტივა": ორი სხვადასხვა “ზესტაფონი”

 

დღეს ჩვენი კლუბის მიერ უეფას საკლუბო ტურნირების ეგიდით გამართულ მორიგ მატჩზე მოგითხრობთ - 2011 წლის 18 აგვისტოს უეფას ევროპალიგის გათამაშების პლეი-ოფის რაუნდის პირველ შეხვედრაში ”ზესტაფონმა” ბელგიის 13-გზის ჩემპიონ "ბრიუგეს” თბილისში უმასპინძლა...

09.12.2015

პუბლიკაცია გაზეთ "ლელოში"

 

გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც საუბარი ფეხბურთის წინაშე არსებულ აქტუალურ თემებს ეხება. გთავაზობთ ამონარიდს ამ მასალიდან, სადაც ავტორი ”ზესტაფონის” გარშემო შექმნილ სიტუაციაზე და ამ სიტუაციის დაძლევის გზებზე საუბრობს ...

08.12.2015

ეს გუნდი სამართლიანობას ითხოვს!

 

რადიო "JAKO FM"-ის ინტერნეტ-გვერდზე გამოქვეყნდა ინტერვიუ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან, რომელშიც საფეხბურთო ოჯახის მეთაური ქვეყნის საფეხბურთო მეურნეობაში შექმნილ ვითარებაზე დაწვრილებით საუბრობს ...

06.12.2015

ფრიდოლინ ბოიომო "ზესტაფონს" თანადგომას უცხადებს

 

"დაუბრუნდეს "ზესტაფონი" ქართულ ფეხბურთს!" - ამ აქციას ფრიდოლინ ბოიომო შეუერთდა. ახლო წარსულში ზესტაფონელთა მაისურით მრავალი მატჩის ჩამტარებელი კამერუნელი მცვლელი თავის ყოფილ კლუბსა და მის ქომაგს მხარდაჭერასა და თანადგომას უცხადებს ...

03.12.2015

"ზესტაფონი" - აბა, ჩვენ რატომ დაგვსაჯეს?

 

ყველამ იცის, რომ პირველი ლიგის მატჩი ხობში “კოლხეთსა“ და “ლიახვს“ შორის ჩაიშალა. თამაშის გადადების გადაწყვეტილება სფფ-ს პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, მსაჯებთან და კლუბებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო, რადგან მას გარიგების მაღალი რისკის შესახებ აცნობეს ...

01.12.2015

"ზესტაფონი" ტელეკომპანია "GDS"-ის ეთერში

 

30 ნოემბერს "GDS"-ს ეთერში თოქ-შოუ "20:30" გავიდა. გადაცემაში, რომელიც ფეხბურთში არსებულ ვითარებასა და დატრიალებულ სკანდალურ ამბებს მიეძღვნა, საუბარი სფფ-ს წინა ხელმძღვანელობის მიერ "ზესტაფონის" წინააღმდეგ გატარებული რეპრესიების თემასაც შეეხო ...

29.11.2015

სტადიონზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ

 

ამ დღეებში ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობით და დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრის ძალებით დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე არსებულ სანიაღვრე არხს გაწმენდითი სამუშაოები უტარდება ...

26.11.2015

მადლობა და წარმატებები მიშა ხუციშვილს!

 

მიხეილ ხუციშვილი, რომელიც ბოლო ოთხი წლის მანძილზე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონში" ჯერ სპორტული, შემდეგ კი გენერალური დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა, პროფესიულ საქმიანობას მისთვის მშობლიურ თბილისის საფეხბურთო კლუბ "დინამოში" გააგრძელებს ...

24.11.2015

შეხვედრა ზესტაფონელ გულშემატკივრებთან

 

23 ნოემბერს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზმა ძალიან საინტერესო ღონისძიებას უმასპინძლა - "ზესტაფონის" წარმომადგენლები საქართველოს ორგზის ჩემპიონი მარგველების გულშემატკივართა კლუბის წევრებს შეხვდნენ ...

23.11.2015

ზესტაფონის ბაზაზე ბალახის დათესვის პროცესი დაიწყო

 

ჩვენი უკვე ვიიუწყებოდით, რომ კლუბის ბაზაზე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები - კომპანია "Lawns of Georgia"-ს სპეციალისტები ზემოიმერელთა სპორტული კომპლექსის ორ მოედანს ბალახის დასათესად ამზადებდნენ. გუშინ კი ბალახის დათესვის პროცესიც დაიწყო ...

22.11.2015

"ძველის" გადაწყვეტილება არალეგიტიმურად სცნო

 

დღეს გამართულ აღმასკომის პირველ სხდომაზე წინამორბედის მიერ "ზესაფონის" მფლობელის, ილია კოკაიას "ფეხბურთიდან მოკვეთის" შესახებ აბსურდულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული საკითხიც განიხილეს. სფფ-ს გენმდივნის დავით მუჯირის განცხადებით ...

18.11.2015

"რეტროსპექტივა": ერთი წამის ფაქტორი

 

დღეს ჩვენი კლუბის მიერ უეფას უმთავრესი საკლუბო ტურნირის ეგიდით გამართულ კიდევ ერთ მატჩზე მოგითხრობთ - 2011 წლის 26 ივლისს ჩემპიონთა ლიგის მესამე რაუნდის პირველ შეხვედრაში ”ზესტაფონმა” ავსტრიის ჩემპიონს, გრაცის "შტურმს” თბილისში უმასპინძლა ...

15.11.2015

ზესტაფონის ბაზაზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ

 

დღეს დილიდან ზესტაფონში მდებარე საფეხბურთო ბაზაზე ტექნიკის ხმაური ისმის. საქმე იმაში გახლავთ, რომ საქართველოს ორგზის ჩემპიონ მარგველთა სპორტული კომპლექსის ერთბაშად ორ საფეხბურთო მოედანზე სულ რამდენიმე დღეში ბალახი უნდა დაითესოს ...

14.11.2015

ტელეკომპანია "TV პირველის" სიუჟეტი

 

14 ნოემბერს ზესტაფონის სტადიონი კიდევ ერთხელ დაიტბორა. წყალმა ისევ შეაღწია საწყობებში, დერეფნებსა და სატრენაჟორო დარბაზში, დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია. ნაკადის დონემ მოედანსაც მიაღწია, თუმცა მწვანე საფარი მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა ...

13.11.2015

ჩაძირული სტადიონის ამბები

 

12 ნოემბერს მოსული უხვი ნალექისა და გრიგალის გამო დავით აბაშიძის სახელობის სტადიონს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა - დაიტბორა საწყობები, განადგურდა სატრენაჟორო დარბაზი, დაზიანდა სათადარიგო ფეხბურთელთა განსათავსებელი კონსტრუქციები და ა.შ ...

11.11.2015

U-19 ტურნირის მონაწილეები "ზესტაფონის" ბაზაზე

 

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს ბრძოლა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში გასაღწევად მოუწევს - საკვალიფიკაციო სტადიის ჯგუფურ ეტაპს, რომელშიც ქართველთა ავსტრიელი, უელსელი და ალბანელი თანატოლები მონაწილეობენ, თბილისი მასპინძლობს ...

09.11.2015

"რეტროსპექტივა": დასანანი ფრე ავსტრიის ჩემპიონთან

 

დღეს ჩვენი კლუბის მიერ უეფას უმთავრესი საკლუბო ტურნირის ეგიდით გამართულ კიდევ ერთ მატჩზე მოგითხრობთ - 2011 წლის 26 ივლისს ჩემპიონთა ლიგის მესამე რაუნდის პირველ შეხვედრაში ”ზესტაფონმა” ავსტრიის ჩემპიონს, გრაცის "შტურმს” თბილისში უმასპინძლა ...

07.11.2015

გოგი ფიფია "ზესტაფონს" თანადგომას უცხადებს

 

გულშემატკივართა მიერ წამოწყებულ "ზესტაფონის" მხარდამჭერ აქციას სულ უფრო მეტი ადამიანი უერთდება - დღეს თქვენს წინაშეა გოგი ფიფია. ზესტაფონელთა ერთ-ერთი უსაყვარლესი ფეხბურთელი თავის ყოფილ კლუბსა და მის ქომაგს მხარდაჭერასა და თანადგომას უცხადებს ...

04.11.2015

"რეტროსპექტივა": უმძიმესი მატჩი კიშინიოვში

 

დღეს მარგველთა მიერ ევროტურნირებში გამართულ მორიგ მატჩზე მოგითხრობთ - 2011 წლის 20 ივლისს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებით შეხვედრაში ”ზესტაფონი” ქალაქ კიშინიოვის სტადიონ "ზიმბრუზე" "დაჩიას” დაუპირისპირდა ...

31.10.2015

სტადიონების ინსპექტირების კომისია ზესტაფონს ეწვია

 

2015 წლის 31 ოქტომბერს ზესტაფონში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა სფფ-ს სტადიონების ინსპექტირების კომისია - სტუმრობის მიზანი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე არსებული ინფრასტრუქტურისა და მინდვრის საფარის მდგომარეობის შეფასება გახლდათ ...

28.10.2015

ნიკოლოზ გაბელია "ზესტაფონს" თანადგომას უცხადებს

 

"ზესტაფონის" მხარდამჭერ აქციას ნიკოლოზ გაბელია უერთდება. ახალგაზრდა მსახიობი და კომენტატორი "ზესტაფონს" მხარდაჭერას უცხადებს. თავის facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ის ჩვენი გუნდის გადარჩენის მოთხოვნას უერთდება...

25.10.2015

ბექა გოცირიძე "ზესტაფონის" ამბებს ეხმაურება

 

გაზეთ "ლელოს" ერთ-ერთ ბოლო ნომერში გამოქვეყნდა ინტერვიუ ბექა გოცირიძესთან, რომელშიც ჩვენი გუნდის ექს-ფორვარდი "ზესტაფონის" გარშემო შექმნილი სიტუაციისადმი და ზოგადად იმერული გუნდისა და მისი ქომაგისადმი თავის დამოკიდებულებაზე საუბრობს ...

23.10.2015

წარმატებული დებიუტი ჩემპიონთა ლიგაში

 

დღეს ჩვენი საიტი იმერელთა მიერ უეფას უმთავრესი ტურნირის ეგიდით გამართულ სადებიუტო მატჩზე მოგითხრობთ - 2011 წლის 13 ივლისს ჩემპიონთა ლიგის მეორე რაუნდის შეხვედრაში ”ზესტაფონმა” დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მოლდოვურ "დაჩიას” უმასპინძლა ...

20.10.2015

"რეტროსპექტივა": პირველად თბილისს გარეთ!

 

ჩვენი საიტი იმერელთა მიერ ევროპულ საკლუბო ტურნირებში გამართულ მორიგ მატჩზე მოგითხრობთ - 2010 წლის 5 აგვისტოს ”ზესტაფონმა” ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის შეხვედრაში ლვოვის "კარპატის” "დავით აბაშიძეზე" უმასპინძლა...

17.10.2015

"რეტროსპექტივა": იმერელთა სტუმრობა ლვოვში

 

დღეს რუბრიკა "რეტროსპექტივაში" მარგველთა მიერ ევროპულ საკლუბო ტურნირებში გამართულ კიდევ ერთ მატჩზე მოგითხრობთ - 2010 წლის 29 ივლისს ”ზესტაფონი” ქალაქ ლვოვში ევროპალიგის მესამე რაუნდის პირველ შეხვედრაში ადგილობრივ "კარპატის” დაუპირისპირდა ...

13.10.2015

ლაიფციგი, გერმანია-საქართველო - თანადგომა "ზესტაფონს"!

 

2015 წლის 11 ოქტომბერს ლაიფციგის სტადიონ "რედ ბულ არენაზე" მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნით შეხვედრას "ზესტაფონის" გულშეტკივრებიც დაესწრნენ ...

11.10.2015

ბუბა დაუშვილის თანადგომა "ზესტაფონს"

 

ზესტაფონელთა თანადგომის აქციას მურთაზ დაუშვილი შეუერთდა. ახლო წარსულში "ზესტაფონის" ნახევარმცველი, დღესდღეობით კი ლვოვის "კარპატისა" და ეროვნული ნაკრების წევრი თავის ყოფილ კლუბსა და მის ქომაგს მხარდაჭერასა და თანადგომას უცხადებს ...

09.10.2015

"ზესტაფანები" საქართველო-გიბრალტარის მატჩზე

 

2015 წლის 8 ოქტომბერს სტადიონ "დინამო-არენაზე" საქართველოსა და გიბრალტარის ნაკრებებს შორის გამართულ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრას "ზესტაფონის" გულშეტკივართა კლუბის 30-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო ...

06.10.2015

"რეტროსპექტივა": სტუმრობა სლოვაკეთში

 

დღეს მარგველთა მიერ ევროპულ საკლუბო ტურნირებში გამართულ მორიგ მატჩზე მოგითხრობთ - 2010 წლის 22 ივლისს ”ზესტაფონი” სლოვაკეთის ქალაქ ბანსკა-ბისტრიცაში ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის მეორე მატჩში ადგილობრივ "დუკლას” დაუპირისპირდა ...

04.10.2015

ვულოცავთ ლევან კობიაშვილს!

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური, კლუბისა და მისი გულშემატკივრის სახელით, ბატონ ლევან კობიაშვილს სფფ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და ქართული ფეხბურთის აღორძინების რთულ საქმეში მას წარმატებებს უსურვებს!

03.10.2015

”ზესტაფონი” ბატონ ილიას ულოცავს!

 

”ზესტაფონის” პრეს-სამსახური, კლუბის ყველა თანამშრომლის სახელით, დაბადების დღეს ულოცავს ჩვენი კლუბის მფლობელს, ბატონ ილია კოკაიას, რომელსაც 59 წელი შეუსრულდა! ვუსურვებთ ბატონ ილიას ჯანმრთელობასა და წარმატებებს პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში!

02.10.2015

ინტერვიუ თამარ ნოდიასთან

 

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, გივი ნოდიას შვილი, თამარი "ზესტაფონის" საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერია. სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ უკვე წლებია, "ზესტაფონს" და ფეხბურთს ემსახურება. საუბარიც ამ თემით დავიწყეთ...

01.10.2015

"ზესტაფონის" მფლობელის ვიზიტი მადრიდში

 

"ზესტაფონის" მფლობელი, ბატონი ილია კოკაია მადრიდის საფეხბურთო კლუბ "ატლეტიკოს" მოწვევით ესპანეთის სამეფოს დედაქალაქში იმყოფება - ვიზიტის ფარგლებში ბატონ ილიას ესპანური კლუბის ხელმძღვანელ პირებთან რამდენიმე სამუშაო შეხვედრა აქვს დაგეგმილი ...

29.09.2015

თანადგომის აქციას სულ უფრო მეტი ადამიანი უერთდება

 

"ზესტაფონის" მხარდამჭერ აქციას სულ უფრო მეტი ადამიანი უერთდება. ამ დღეებში პოზიცია გუნდის გულშემატკივრებმა ქეთი ნებიერიძემ, მაკა გელაშვილმა და გიორგი კოკაიამ დააფიქსირეს - კლუბის თანადგომის დამადასტურებელი ფოტოები მათ საკუთარ fb-გვერდებზე განათავსეს

26.09.2015

ზესტაფონში ვიზიტის კვალდაკვალ

 

როგორც იცით, გუშინწინ სფფ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი ზესტაფონში იმყოფებოდა. სტუმარი იმერელთა საწვრთნელ ბაზას ეწვია, შემდეგ კლუბის ხელმძღვანელებთან და ქომაგებთნ შეხვედრა გამართა. გთავაზობთ ამ ვიზიტის ამსახველ ორ სიუჟეტს ...

25.09.2015

ლევან კობიაშვილის ვიზიტი ზესტაფონში

 

24 სექტემბერს ზესტაფონს სფფ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი ესტუმრა. სტუმარმა თავდაპირველად “ზესტაფონის” ბაზა დაათვალიერა, ხოლო შემდეგ “ზესტაფონის” ხელმძღვანელებსა და კლუბის გულშემატკივრებს შეხვდა ...

23.09.2015

ილია კოკაიას ინტერვიუ "ტვ პირველს"

 

ამ რამდენიმე დღის წინ "ზესტაფონის" თბილისის ოფისს ტელეკომპანია "ტვ-პირველის" გადამღები ჯგუფი ესტუმრა და იმერული კლუბის მფლობელთან, ბატონ ილია კოკაიასთან ინტერვიუ ჩაწერა. "ზესტაფონის" პრესსამსახური ამ ინტერვიუს ვიდეოჩანაწერს გთავაზობთ ...

22.09.2015

თორნიკე აფციაურის თანადგომა "ზესტაფონს"

 

მარგველ ქომაგთა მიერ წამოწყებულ "ზესტაფონის" მხარდამჭერ აქციას სულ უფრო მეტი ადამიანი უერთდება - თქვენს წინაშეა თორნიკე აფციაური. ახლო წარსულში ქვეყნის ორგზის ჩემპიონი და გუნდის კაპიტანი თავის ყოფილ კლუბსა და მის ქომაგს მხარდაჭერას უცხადებს ...

21.09.2015

"ზესტაფონის" ფან-კლუბს 10 წელი შეუსრულდა

 

2015 წლის 21 სექტემბერს "ზესტაფონის" გულშემატკივართა კლუბს დაარსებიდან ათი წელი შეუსრულდა. "ზესტაფონის" სახელით ფან-კლუბელებსა და ჩვენი გუნდის ყველა გულშემატკივარს ამ ლამაზ თარიღს ვულოცავთ და ბევრ სიხარულსა და წარმატებებს ვუსურვებთ!

18.09.2015

"ზესტაფონს" თანადგომას ზურაბ მამალაძე უცხადებს

 

გულშემატკივართა მიერ წამოწყებულ საქართველოს ორგზის ჩემპიონ ზესტაფონელთა თანადგომის აქციას ზურაბ მამალაძე შეუერთდა. ახლო წარსულში "ზესტაფონის" გოლკიპერი და კაპიტანი თავის ყოფილ კლუბს მხარდაჭერასა და თანადგომას უცხადებს ...

16.09.2015

კლუბის მფლობელის პრესკონფერენციის ვიდეოჩანაწერი

 

15 სექტემბერს "ზესტაფონის" თბილისის ოფისში გაიმართა კლუბის მფლობელის, ბატონი ილია კოკაიას პრესკონფერენცია, რომელიც სფფ-ს მოახლელოვებულ საპრეზიდენტო არჩევნებს, აღმასკომის სხდომასა და მთელ რიგ სხვა მნიშვნელოვან საკითხს მიეძღვნა ...

15.09.2015

ილია კოკაიას პრესკონფერენცია

 

2015 წლის 15 სექტემბერს “ზესტაფონის” მფლობელმა ილია კოკაიამ პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომისა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ალექსანდრე ჩივაძის გაკრიტიკებას არ მორიდებია ...

15.09.2015

"მსოფლიო სპორტის" პუბლიკაცია

 

“ზესტაფონის” მფლობელმა 15 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სფფ-ს 7 სუბიექტი რიგგარეშე ყრილობის მოწვევას აპირებს. ეს კლუბებია თბილისის “დინამო”, “ზესტაფონი”, “კოლხეთი”, “ტორპედო”, “სამტრედია”, "სიონი" და “დილა” ...

11.09.2015

"რეტროსპექტივა": "დუკლას" იმერული კოშმარი

 

დღეს მარგველთა მიერ ევროპულ ტურნირებში გამართულ მორიგ მატჩზე მოგითხრობთ - 2010 წლის 15 ივლისს ”ზესტაფონი” საკუთარ სტადიონზე ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრაში სლოვაკეთის წარმომადგენელ "დუკლას” დაუპირისპირდა...

08.09.2015

ზურაბ იონანიძე "ზესტაფონს" თანადგომას უცხადებს

 

ქომაგთა აქციას ზურაბ იონანიძე უერთდება. ახლო წარსულში საქართველოს ნაკრების ფორვარდი, ეროვნულ პირველობაში ჩატარებული მატჩებისა და გატანილი გოლების რაოდენობით მრავალი რეკორდის შემოქმედი, "იონა" "ზესტაფონს" მხარდაჭერასა და თანადგომას უცხადებს...

05.09.2015

"ზესტაფანები" საქართველო-შოტლანდიის მატჩზე

 

2015 წლის 4 სექტემბერს თბილისის სტადიონ "დინამო-არენაზე" საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებებს შორის გამართულ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრას "ზესტაფონის" გულშეტკივართა კლუბის 50-მდე წარმომადგენელი დაესწრო ...

01.09.2015

"ზესტაფანები" მხარს ლევან კობიაშვილს უჭერენ

 

დღეს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი ლევან კობიაშვილი სფფ-ს პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირდა. სფფ-ს სამდივნოში განცხადების შესატანად მისულ კობიაშვილს ფედერაციის შენობასთან მხარდამჭერთა მრავალრიცხოვანი აქცია შეეგება ...

30.08.2015

შოთა ბაბუნაშვილისა და გიორგი ფანცულაიას თანადგომა

 

გულშემატკივართა წამოწყებულ აქციას კიდევ ორი ექს-ზესტაფონელი შეუერთდა. საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ორი ყოფილი ფეხბურთელი შოთა ბაბუნაშვილი და გიორგი ფანცულაია "ზესტაფონსა" და მის ქომაგს მხარდაჭერასა და თანადგომას უცხადებენ ...

28.08.2015

საკრებულომ ქონების გადასახადი 1000-ჯერ შეამცირა

 

გუშინ გაიმართა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, რომელზეც ერთ ფრიად მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებული "ზესტაფონის განცხადება იქნა განხილული. აქვე გთავაზობთ რეგიონალური ტელეკომპანია "არგოს" მიერ მომზადებულ ვიდეომასალას ...

27.08.2015

აღმასკომმა "ზესტაფონს" სფფ-ს წევრობა აღუდგინა

 

27 აგვისტოს გაიმართა სფფ-ს აღმასკომის სხდომა, რომელმაც “ზესტაფონს” ფედერაციის სრულფასოვანი წევრის სტატუსი აღუდგინა. შედეგად იმერულმა კლუბმა მოახლოვებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც ავტომატურად მოიპოვა ...

25.08.2015

სტუმრობა მსოფლიოს უძველეს რესპუბლიკაში

 

დღეს "რეტროსპექტივაში" მარგველთა მიერ სან-მარინოს წარმომადგენელ "ფაეტანოს” წინააღმდეგ გამართულ განმეორებით მატჩზე მოგითხრობთ - ფრის მიუხედავად, ”ზესტაფონმა” ევროპალიგის გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში გააღწია ...

22.08.2015

სანმარინოელთა სტუმრობა იმერეთში

 

დღეს მარგველთა მიერ საკლუბო ტურნირებში გამართულ მორიგ მატჩზე მოგითხრობთ - 2010 წლის 1 ივლისს ”ზესტაფონი” ევროპალიგის 2010-2011 წლების გათამაშების 1 საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრაში სან-მარინოს წარმომადგენელ "ფაეტანოს” დაუპირისპირდა ...

19.08.2015

დაუშვილის საქმე: წერილი ფიფადან

 

ჩვენი საიტის მომხმარებელსა და ზოგადად საფეხბურთო საზოგადოებას კარგად ახსოვს გახმაურებული ისტორია, რომელიც ერთ დროს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ფეხბურთელის მურთაზ დაუშვილის უკრაინულ ლვოვის "კარპატში" სკანდალურ გადასვლასთანაა დაკავშირებული ...

16.08.2015

თბილისის ზღვასთან მიმდინარე მშენებლობის შესახებ

 

თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" სპორტულ ბაზაზე სადღეისოდ უკვე ამოქმედებულია ულტრათანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნილი ორი უმაღლესი ხარისხის სტანდარტული ზომის საფეხბურთო მოედანი ...

15.08.2015

ორი კაპიტანი

 

"დაუბრუნდეს "ზესტაფონი" ქართულ ფეხბურთს!" - ამ აქციას ქომაგთათვის განსაკუთრებით ძვირფასი ადამიანები შეუერთდნენ. ჩვენი გუნდის ორი ყოფილი ფეხბურთელი და კაპიტანი გიორგი ონიანი და ჯაბა დვალი გუნდის გადარჩენის მოთხოვნას აჟღერებენ ...

14.08.2015

თანადგომის აქციას სულ უფრო მეტი ადამიანი უერთდება

 

"ზესტაფონის" მხარდამჭერ აქციას სულ უფრო მეტი ადამიანი უერთდება. ამ დღეებში პოზიცია ზემოიმერული გუნდის ფან-კლუბის წევრებმა, თორნიკე ლელაძემ და სოფიო ღიბრაძემ დააფიქსირეს... ვიდეორგოლები და ფოტოები კიდევ რამდენიმე გულშემატკივარმა გაავრცელა ...

12.08.2015

"ზესტაფონის" ქომაგები "ბარსელონა"-"სევილიას მატჩზე

 

"ზესტაფონის" მხარდაჭერისა და თანადგომის აქცია ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ "ბარსელონასა" და ევროპალიგის გამარჯვებულ "სევილიას" შორის გუშინ, 11 აგვისტოს საქართველოს დედაქალაქში გამართული უეფას სუპერთასის მატჩზეც გაგრძელდა ...

09.08.2015

"რეტროსპექტივა": შვედური თრილერი

 

დღეს მარგველთა მორიგ ისტორიულ მატჩზე გესაუბრებით - 2009 წლის 23 ივლისს ”ზესტაფონმა” შვედეთის ქალაქ ჰელსინგბორგის სტადიონ "ოლიმპიაზე" ევროპალიგის 2009-2010 წლების გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებითი შეხვედრა გამართა ...

06.08.2015

"ზესტაფონის" თანადგომის აქცია ძალას იკრეფს

 

ნიკა ქავთარაძის მიერ "ზესტაფონს" მხარდაჭერისა და თანადგომის შესახებ გაჟღერებულ ინიციატივას სულ უფრო მეტი ადამიანი უერთდება. ამ დღეებში გავრცელდა კომპანია "აირმაქსის", "yourweb"-სტუდიის და გუნდის სხვა გულშემატკივართა ვიდეომიმართვები ...

03.08.2015

ჰენრიკ ლარსონის სტუმრობა ზესტაფონში

 

დღეს ჩვენი კლუბის მიერ ევროტურნირებში გამართულ მორიგ მატჩზე მოგიყვებით - 2009 წლის 16 ივლისს ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრაში ”ზესტაფონი” საშინაო არენაზე შვედეთის წარმომადგენელ ”ჰელსინგბორგს” დაუპირისპირდა...

31.07.2015

"ლელოს" პუბლიკაცია

 

სფფ-ს აღმასკომის ბოლო სხდომაზე უმაღლესი ლიგიდან მოკვეთილი "ზესტაფონი" არც პირველ ლიგაში დაუშვეს. აღმასკომის გადაწყვეტილებაში ეწერა, რომ მიზეზი - "ზესტაფონის" ურჩობა იყო. "ზესტაფონის" პრესსამსახური ამ ისტორიის უცნობ დეტალს გვიმხელს ...

30.07.2015

ნიკა გრიგოლია "ზესტაფონს" თანადგომას უცხადებს

 

"დაუბრუნდეს "ზესტაფონი" ქართულ ფეხბურთს!" - ამ იმპროვიზირებულ აქციას ნიკა გრიგოლიაც უერთდება. ცნობილი იუმორისტი და მსახიობი "ზესტაფონს" მხარდაჭერას უცხადებს. თავის fb-გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ის გუნდის გადარჩენის მოთხოვნას აჟღერებს ...

29.07.2015

სფფ-ს ხელმძღვანელობა პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა!

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" არც პირველ ლიგაში ითამაშებს. ამასთან დაკავშირებით, იმერული კლუბის პოზიცია დააფიქსირა მისი პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ...

25.07.2015

პირველად გადალახული ეტაპი და ისტორიული ჰეთ-თრიკი

 

დღეს "რეტროსპექტივაში" იმერელთა მიერ ევროტურნირებში გამართულ მორიგ მატჩზე მოგიყვებით - 2009 წლის 9 ივლისს ”ზესტაფონმა” საშინაო არენაზე ჩრდილოირლანდიურ ”ლისბერნს” 6-0 მოუგო და კლუბის ისტორიაში პირველად ევროტურნირის ეტაპი გადალახა ...

22.07.2015

სიახლე - მინისტრის მოადგილე-საფეხბურთო აგენტი!

 

„ლელოში“ დაიბეჭდა ინტერვიუ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ბესო აბაშიძესთან, რომელიც იმავდროულად ფეხბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტიც გახლავთ და  გაზეთის ფურცლებზე სწორედ ამ სტატუსით საუბრობს ...

21.07.2015

"რეტროსპექტივა": გამარჯვება შორეულ ოლსტერში

 

დღეს ზესტაფონელთა მორიგ ისტორიულ მატჩზე გესაუბრებით - 2009 წლის 2 ივლისს ”ზესტაფონმა” ჩრდილოირლანდიურ ქალაქ ლურგანში ევროპალიგაში სადებიუტო შეხვედრა გამართა... იმერელთა დებიუტი ძალიან წარმატებული გამოდგა ...

18.07.2015

2007 წელი - დებიუტი ევროარენაზე

 

დღეს რუბრიკა "რეტროსპექტივა" საკლუბო ტურნირებში ზესტაფონელთა სადებიუტო ასპარეზობის შესახებ მოგითხრობთ - 2007 წლის 23 და 30 ივნისს ინტერტოტოს თასის გათამაშების პირველ რაუნდში იმერლებმა ორი მატჩი ყაზახური "ტობოლის" წინააღმდეგ გამართეს ...

17.07.2015

მხარდამჭერ აქციას თამუნა ლეკვეიშვილი შეუერთდა

 

"ზესტაფონის" მხარდაჭერის აქციას "ვანოს შოუსა" და "კომედი შოუს" მსახიობი თამუნა ლეკვეიშვილი შეუერთდა. თავის facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ის გუნდის გადარჩენის მოთხოვნას უერთდება და ქომაგებს ამ მიზნით გააქტიურებისაკენ მოუწოდებს ...

17.07.2015

ილია კოკაია მალხაზ გულაშვილის "ბიზნესის დროში"

 

16 ივლისს ტ.კ. "დროს" მალხაზ გულაშვილის გადაცემა "ბიზნესის დროს" ილია კოკაია ეწვია. სტუმარმა კლუბის შექმნის ისტორიაზე, ფეხბურთში სახელმწიფოს როლზე, საფეხბურთო ბიზნესში არსებულ მდგომარეობაზე და მრავალ სხვა საინტერესო საკითხზე ისაუბრა ...

16.07.2015

ტკ "არგო" "ზესტაფონს" თანადგომას უცხადებს

 

ნიკა ქავთარაძის ინიციატივას ტ.კ. "არგოც" შეუერთდა - გავრცელდა "არგოს" დამფუძნებლის, ბატონი ზურაბ ლომთაძის ვიდეომიმართვა, რომელშიც გუნდის გადარჩენის მნიშვნელობასა და ამ მიზნით "ზესტაფონის" ქომაგების გაერთიანების აუცილებლობაზეა საუბარი ...

 

 

 

 

 

 





 
   
FC ZESTAFONI © 2005 - 2016