Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

15.09.2015

 

 

 

 

 

 

 

 

"მსოფლიო სპორტის" პუბლიკაცია

 

ფეხბურთის ფედერაციის 7 სუბიექტი რიგგარეშე ყრილობის მოწვევას აპირებს...

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” მფლობელმა ილია კოკაიამ 15 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 7 სუბიექტი რიგგარეშე ყრილობის მოწვევას აპირებს. ეს კლუბებია თბილისის “დინამო”, “ზესტაფონი”, ფოთის “კოლხეთი”, “სამტრედია”, ქუთაისის “ტორპედო”, ბოლნისის "სიონი" და გორის “დილა”.

 

კოკაიას თქმით, ისინი იძულებული არიან ასეთი ნაბიჯი გადადგან, რადგან აღმასკომმა მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რომ რიგგარეშე ყრილობა ჩატარებულიყო და ფეხბურთის ფედერაციაში ახალი სუბიექტები გაწევრიანებულიყვნენ. მისი განმარტებით, ფედერაციის წესდებით სუბიექტთა 1/5-ს შეუძლია რიგგარეშე ყრილობის ჩატარება მოითხოვოს და იგი ლეგიტიმური იქნება თუ 35 სუბიექტიდან 18 დაესწრება.

 

მან 14 სექტემბერს ჩატარებულ აღმასკომს “სხადნიაკი” უწოდა, სადაც სკამები რომ არ ყოფილიყო ალბათ საქმეს “ჩაცუცქულები” გაარჩევდნენ...

 

კოკაიას თქმით, ალექსანდრე ჩივაძე იუდაა, რომელმაც ქართული ფეხბურთი მეორედ გაყიდა. ერთხელ ჩივაძემ ეს მაშინ გააკეთა, როდესაც ფედერაცია მერაბ ჟორდანიას კლანს ჩააბარა...

 

მისი განცხადებით, ხვიჩა ქასრაშვილის მსგავს თაღლითებს ყრილობაზე დელეგატობის უფლება არ აქვთ. მითუმეტეს, ქასრაშვილს კანონთან აქვს პრობლემა და “ზესტაფონს” (2010 წლიდან) ვალს არ უხდის, რომელიც წესით ერთი თვის ვადაში უნდა დაეფარა...

 

მისი აზრით, “საბურთალო”, “ლოკომოტივი”, საჩხერის “ჩიხურა”, ბათუმის “დინამო” და ქობულეთის “შუქურა” ფეხბურთის ფედერაციის სუბიექტობას იმსახურებენ...

 

მას პრეტენზია აქვს ლანჩხუთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ კახა ებრალიძესთან, რომელმაც გამგეობის გვერდის ავლით ყრილობაზე დელეგატი ერთპიროვნულად დანიშნა და წესდება დაარღვია...

 

ასევე, კოკაიას ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ თითქოს ის დრო ბრუნდება, როდესაც "ჩაცუცქული" არჩევდნენ საქმეებს და ამის თქმის საშუალებას ის ხალხი აძლევს, რომლებიც ფეხბურთის ფედერაციაში ბოლო ვიზიტის დროს ნახა...

 

იბეჭდება მცირე დაზუსტებებით...

ლაშა თაბაგარი, www.worldsport.ge

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2015