ჩვენს ქომაგთა მიერ წამოწყებულ "ზესტაფონის" თანადგომის აქციას მარგველთა ბევრი ყოფილი ფეხბურთელი შეუერთდა. დღეს თქვენს წინაშეა უახლეს წარსულში ზემოიმერელთა, დღესდღეობით კი რუსულ პრემიერლიგაში მოასპარეზე ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოს საფეხბურთო კლუბ "ტერეკის" მცველი თედორე გრიგალაშვილი, რომელიც თავის ყოფილ კლუბსა და მის გულშემატკივრების თანადგომას უცხადებს.
თავის მხრივ, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური თედო გრიგალაშვილის მიერ საკუთარ facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვას უცვლელად გთავაზობთ...