Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

]
 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

18.02.2016

 

 

 

 

 

 

 

 

შეთანხმება სტადიონისა და ბაზის იჯარის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, იმერული კლუბი სფფ-ს იჯარის წესით სარგებლობაში გადასცემს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონსა და ზესტაფონში მდებარე საფეხბურთო ბაზის ერთ-ერთ მოედანს.

 

როგორც მოგეხსენებათ, სულ რამდენიმე დღის წინ ზესტაფონს სამუშაო ვიზიტით ეწვია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების ინსპექტირების განყოფილების წარმომადგენელი კომისია. რომელმაც დავით აბაშიძის სახელობის სტადიონსა და ჩვენი კლუბის ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურა და მინდვრის საფარი შეამოწმა. უნდა ითქვას, რომ კომისიის ხელმძღვანელმა მამუკა კვარაცხელიამ ზემოიმერული "მწვანე საფარის" სადღეისო მდგომარეობის შეფასებისას კმაყოფილება არ დამალა და მას "ბრწყინვალე" უწოდა...

 

შედეგად, მხარეებს შორის გაფორმდა სამთვიანი კონტრაქტი, რომლის პირობების თანახმადაც ჩვენი კლუბი საქართველოს XVII ეროვნული ჩემპიონატის მატჩებისა და ამასთან, ვარჯიშების ჩასატარებლად სფფ-ს სარგებლობაში გადასცემს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონსა და ზესტაფონში მდებარე საფეხბურთო ბაზის ერთ-ერთ მოედანს...

 

მიმდინარე ჩემპიონატის უახლოეს შეხვედრას ჩვენი ქალაქის მთავარი არენა უკვე ხვალ, 19 თებერვალს უმასპინძლებს - ერთმანეთს თერჯოლის "საპოვნელა" და ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, თბილისის "დინამო" დაუპირისპირდებიან. მატჩი 14:00 საათზე დაიწყება.

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2016