09.02.2016
მორიგი რეპორტაჟი ზესტაფონის ბაზიდან
როგორც მოგეხსენებათ, 2015 წლის ბოლოს ჩვენი კლუბის ზესტაფონში მდებარე სპორტული კომპლექსის ორ საფეხბურთო მოედანზე ბალახი დაითესა. სამუშაოები შეასრულა კომპანია "Lawns of Georgia"-მ, რომელიც უმაღლესი ხარისხის საფეხბურთო გაზონების დამზადებითაა დაკავებული და უკვე რამდენიმე წელია ამ სფეროში წარმატებით ფუნქციონირებს ...
როგორც იცით, თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილმა "Lawns of Georgia"-ს სპეციალისტებმა გასული წლის ნოემბერში იმერელთა სპორტული კომპლექსის საფეხბურთო მოედნებზე ამერიკული კომპანია "Jacklin"-ის უმაღლესი ხარისხის ბალახი დათესეს...
დათესვის შემდეგ ორივე მოედანი, ბაზაზე არსებული მესამე მინდვრის მსგავსად, ადგილობრივი პერსონალის მხრიდან ყოველდღიური დაკვირვებისა და მოვლის რეჟიმშია...
გაზაფხულიდან ჩვენი კლუბის განკარგულებაში (დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის გაზონისა და თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე მარგველთა ბაზაზე არსებული 2 მოედნის ჩათვლით) უკვე 6 სტანდარტული ზომის უეფას მოთხოვნების შესაბამისი ბუნებრივსაფარიანი მოედანი იქნება!
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეს-სამსახური კი ზემოიმერელთა სპორტული კომპლექსის სამივე მოედანზე სადღეისოდ არსებული ვითარების ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ...
|