26.09.2015
ზესტაფონში ვიზიტის კვალდაკვალ
როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 24 სექტემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი ზესტაფონში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში სტუმარი ჯერ ზესტაფონის საწვრთნელ ბაზას ეწვია, შემდეგ კი გაიმართა შეხვედრა საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ხელმძღვანელებსა და გულშემატკივრებთან.
გუშინ ლევან კობიაშვილის facebook-გვერდზე გამოქვეყნდა ზესტაფონში სტუმრობასთან დაკავშირებული გამოხმაურება, რომლის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ: "მიხარია, რომ ზესტაფონში ჩემს შესახვედრად ბევრი ადამიანი მოვიდა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ფეხბურთი ამ რეგიონში სპორტის საყვარელი სახეობაა.
მქონდა საშუალება, დამეთვალიერებინა საწვრთნელი ბაზა, შევხვდი კლუბ "ზესტაფონის" ხელმძღვანელობას და გულშემატკივრებს, მათგან საინტერესო და საჭირო ინფორმაცია მივიღე. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს მხარდაჭერისთვის, გულთბილი და მეგობრული დახვედრისათვის!"
აქვე ლევან კობიაშვილის facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ და ტელეკომპანია "არგოს" მიერ მომზადებულ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატის ზესტაფონში სტუმრობის ამსახველ ორ სიუჟეტს გთავაზობთ ...
|