Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

29.11.2015

 

 

 

 

 

 

 

 

სტადიონზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ

 

 

 

 

 

 

 

როგორც იცით, ნოემბრის პირველ ნახევარში მოსული ძლიერი წვიმებისას დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი და მისი მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა. ყოველივე ამის მიზეზი კი გახლდათ ის, რომ სტადიონის პერიმეტრთან არსებული სანიაღვრე არხი წყლის მოჭარბებულ ნაკადს ვეღარ უმკლავდებოდა.

 

ამ დღეებში ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობითა და დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრის ძალებით სანიაღვრე არხის დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე არსებულ მონაკვეთს გაწმენდითი სამუშაოები უტარდება. წლების მანძილზე მოუწესრიგებელ არხს ჭარბი ნალექისას წყლის გატარება უჭირდა, რაც ავტოსადგურის ტერიტორიის, საავტომობილო გვირაბის და სტადიონის მნიშვნელოვანი ნაწილის დატბორვას იწვევდა...

 

არხის გაწმენდით სამუშაოებს საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძე ადევნებდა თვალყურს. მისი თქმით, 11-15 ნოემბერს განვითარებულმა სტიქიულმა მოვლენებმა ნათლად წარმოაჩინა რამდენიმე პრობლემური ობიექტი, რომელსაც, მსგავსი მოვლენების მომავალში თავიდან აცილების მიზნით, დროული მოწესრიგება ესაჭიროება. ეს პროცესი სწორედ ზესტაფონის სტადიონზე არსებული პრობლემის მოგვარებით დაიწყო..

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2015