Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

13.11.2015

 

 

 

 

 

 

 

 

ჩაძირული სტადიონის ამბები

 

 

 

 

 

 

 

 

2015 წლის 12 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსული უხვი ნალექისა და გრიგალის გამო საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" დავით აბაშიძის სახელობის სტადიონს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა - დაიტბორა ეკიპირებისა და ტექნიკის საწყობები, განადგურდა სატრენაჟორო დარბაზი, დაზიანდა სათადარიგო ფეხბურთელთა განსათავსებელი კონსტრუქციები და ა.შ...

 

მოედნის მოვლისათვის საჭირო ტექნიკისა და სხვადასხვა სახის აპარატურის გარდა, სტიქიამ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზაზე ორი მოედნის დასაგებად შეძენილი დიდი ოდენობის საკმაოდ ძვირადღირებული სათესლე მასალაც დააზიანა...

 

დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის ხელმძღვანელობამ  ზარალის დათვლა უკვე დაიწყო. მათი ინფორმაციით,  მხოლოდ ზემოთნახსენები სათესლე მასალა, რომელიც საწყობში ინახებოდა, დაახლოებით 19 000 ათასი ლარის ღირებულებისაა. იმ შემთხვევაში, თუ ჩაძირული  ტექნიკისა და აპარატურის მწყობრში მოყვანაც ვერ მოხერხდა, ზარალმა, შესაძლოა, 60 000 ლარს მიაღწიოს.

 

ჩვენ კი ტელეკომპანიების "ტვ პირველისა" და "არგოს" ეთერში გასულ სიუჟეტებსა და "დავით აბაშიძიზე" დატრიალებული ამბების მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ.

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2015