Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

28.01.2016

 

 

 

 

 

 

 

 

"რეტროსპექტივა": უშეღავათო ბრძოლა "დავით აბაშიძეზე"

 

 

 

 

 

 

 

 

დღეს რუბრიკა "რეტროსპექტივაში" მარგველთა მიერ ევროპულ ასპარეზზე გამართულ კიდევ ერთ მატჩზე მოგითხრობთ -2012 წლის 24 ივლისს უეფას ჩემპიონთა ლიგის 2012-2013 წლის გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებით შეხვედრაში საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ბაქოს "ნეფთჩის" დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლა.

 

გთავაზობთ ჩვენი საიტის პუბლიკაციას, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის ჩემპიონების საპასუხო შეხვედრის პერიპეტიებს მოკლედ მიმოიხილავს:

 

"ერთი კვირის წინ ბაქოში განცდილი მარცხის შემდეგ ზესტაფონელები ძალიან მძიმე ამოცანის წინაშე აღმოჩნდნენ - იმერეთში განნმეორებით შეხვედრაზე ჩამოსულ ბაქოელებს სამბურთიანი "ჰანდიკაპი" უმაგრებდათ ზურგს...


საპასუხო შეხვედრა მასპინძელთათვის ძალიან კარგად დაიწყო - სტუმართა კართან 16-ე წუთზე ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ ბურთს დაეუფლა იომი ოვონიკოკო, დაუგორა ის დავით მუჯირს და ზესტაფონელთა გამოცდილმა ნახევარმცველმა უძლიერესი დარტყმით ანგარიში გახსნა!

 

19-ე წუთზე ბაქოელთა მცველების უხეში შეცდომით იმერლებმა კიდევ ერთხელ ისარგებლეს და დავით მუჯირის გენიალური გადაცემის შემდეგ ჯაბა დვალმა ანგარიში ორამდე გაზარდა. მასპინძელთა სიხარული ხანმოკლე გამოდგა - ზუსტად სამ წუთში უკვე იმერელთა დაცვა ჩავარდა და ბაქოელთა გუნდში საუკეთესომ - ჯულიუს ვობაიმ უძლიერესი დარტყმით ანგარიში 2:1 გახადა...

 

სამწუხაროდ, მეორე ტაიმში ზესტაფონელთა სასარგებლოდ აღარაფერი შეიცვალა. მეტიც, მასპინძლებმა საკუთარ კარში კიდევ ერთი გოლი გაუშვეს - ჯავიდ იმამვერდიევის წაქცევისათვის დანიშნული 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა გოლად რაშად სადიგოვმა აქციან- 2-2.

 

დასანანი ფრე და შედეგად, უეფას ჩემპიონთა ლიგის 2012-2013 წლის გათამაშების მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში ბაქოელები იასპარეზებენ, ზესტაფონელებმა კი ევროპულ არენაზე ასპარეზობა უჩვეულოდ ადრეულ სტადიაზე დაასრულეს" ...

 

როგორც ყოველთვის, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრესსამსახური მატჩის სრულ ვიდეოჩანაწერს გთავაზობთ...

 

 

24.07.2012. ”ზესტაფონი” - ”ნეფთჩი” (აზერბაიჯანი) - 2-2

დაწვრილებით:

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2016