მარგველ გულშემატკივართა მიერ წამოწყებულ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მხარდამჭერ აქციას სულ უფრო მეტი ადამიანი უერთდება - დღეს თქვენს წინაშეა თორნიკე აფციაური. ახლო წარსულში ზესტაფონელთა მაისურით ქვეყნის ორგზის ჩემპიონი და გუნდის კაპიტანი თავის ყოფილ კლუბსა და მის ქომაგს მხარდაჭერასა და თანადგომას უცხადებს.
ჩვენ კი თორნიკე აფციაურის მიერ სპეციალურად ჩვენი საიტისთვის ჩაწერილ ვიდეომიმართვას გთავაზობთ...