საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მხარდამჭერ აქციას ახლო წარსულში მარგველთა ფეხბურთელი და მწვრთნელი, დღესდღეობით კი თბილისის "ლოკომოტივის" მწვრთნელი შალვა ღონღაძე უერთდება. რკინიგზელებთან ერთად ესპანურ შეკრებაზე მყოფი სპეციალისტი თავის ყოფილ კლუბსა და მის ქომაგს თანადგომას უცხადებს და უმაღლეს ლიგაში მალე დაბრუნებას უსურვებს.
ჩვენ კი შალვა ღონღაძის მიერ სპეციალურად საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ოფიციალური საიტისთვის ჩაწერილ ვიდეომიმართვას უცვლელად გთავაზობთ...