მიმდინარე წლის 4 სექტემბერს თბილისის სტადიონ "დინამო-არენაზე" საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებებს შორის გამართულ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრას საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გულშეტკივართა კლუბის 50-მდე წარმომადგენელი დაესწრო.
მარგველთა საკლუბო ატრიბუტიკით "აღჭურვილმა" ქომაგებმა, იმის გარდა, რომ შეუერთდნენ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თანადგომის აქციას, სტადიონის ტრიბუნებზე გამოკიდებული ბანერებით კიდევ ერთხელ საჯაროდ დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის კარსმომდგარ არჩევნებში ლევან კობიაშვილის კანდიდატურის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.
ზესტაფონელთა თბილისური "ვოიაჟი" ეროვნული ნაკრებისთვისაც "ფეხბედნიერი" გამოდგა - საქართველომ შოტლანდიის დამარცხება შეძლო... ჩვენი კლუბი პრეს-სამსახური კი გუშინდელი ამბების ამსახველ ფოტომასალას (ავტორი - ბესიკ წაქაძე) გთავაზობთ ...