25.10.2015
ბექა გოცირიძე "ზესტაფონის" ამბებს ეხმაურება
წლების განმავლობაში ვითამაშე ამ ქალაქში და იქაური სითბო დღემდე მომყვება...
ყოველდღიური სპორტული გაზეთ "ლელოს" ერთ-ერთ ბოლო ნომერში გამოქვეყნდა ინტერვიუ ბექა გოცირიძესთან, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი და ჩვენი გუნდის ექს-ფორვარდი, სხვა საკითხებთან ერთად, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გარშემო შექმნილი სიტუაციისადმი და ზოგადად ზემოიმერული გუნდისა და მისი ქომაგისადმი თავის დამოკიდებულებაზე საუბრობს ...
ჩვენ კი გთავაზობთ მცირე ამონარიდს ზემოთნახსენები პუბლიკაციიდან, რომელშიც ბექა გოცირიძე ზემოიმერული კლუბის გარშემო შექმნილი ვითარების შესახებ საუბრობს:
"... იცით, რომ ვაკვირდებოდი მოვლენებს, რაც ქართულ ფეხბურთში ხდებოდა. რომ ვუყურებდი ჩვენი ჩემპიონატის დონეს, მოტივაცია მიქრებოდა... არის რაღაცები, რაც ვერაფრით ამიხსნია...
- რას გაქვთ მხედველობაში?
- თუნდაც ის, თუ რატომ არ არის "ზესტაფონი" უმაღლეს ლიგაში? აქვს კი დღეს ქართულ ფეხბურთს იმის რესურსი, რომ უარი თქვას ასეთ სტადიონზე? შეიძლება, ასეთი ბაზა უმოქმედოდ იყოს? წლების განმავლობაში ვითამაშე ამ ქალაქში და იქაური სითბო დღემდე მომყვება.ზესტაფონელი ქომაგი ღირსია, ფეხბურთი ჰქონდეს...
საერთოდ, მგონია, რომ საქმისადმი სწორი მიდგომის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დონე მოიმატებს. აგერ, ნაკრებს თვალსაჩინო პროგრესი ეტყობა... ჩვენ გვყავს ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი და ამ ნიჭის გამოყენება სასიცოცხლოდ აუცილებელია" ...
|