2015 წლის 31 ოქტომბერს ზესტაფონში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების ინსპექტირების კომისია - იმერეთში სტუმრობის მიზანი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე არსებული ინფრასტრუქტურისა და მინდვრის საფარის სადღეისო მდგომარეობის შეფასება გახლდათ.
სტუმრებმა (თამარ ასათიანი, ლევან თოფურია, მალხაზ ანჯაფარიძე და გია ისიანი) დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონის მონახულებისა და არენაზე არსებული მდგომარეობის დეტალურად გაცნობის შემდეგ, შეადგინეს შესაბამისი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც სტადიონზე არსებული მდგომარეობის შეფასებაც მოხდება...
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეს-სამსახური კი გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს, რომელიც "დავით აბაშიძეზე" სფფ-ს სტადიონების ინსპექტირების კომისიის ვიზიტის მიმდინარეობას ასახავს...