Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

06.10.2015

 

 

 

 

 

 

 

 

"რეტროსპექტივა": სტუმრობა სლოვაკეთში და პირველად გადალახული მეორე ეტაპი

 

 

 

 

 

 

 

 

დღეს რუბრიკა "რეტროსპექტივაში" მარგველთა მიერ ევროპულ საკლუბო ტურნირებში გამართულ მორიგ მატჩზე მოგითხრობთ - 2010 წლის 22 ივლისს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” სლოვაკეთის ქალაქ ბანსკა-ბისტრიცას სტადიონ "შტიავნიჩკიზე" ევროპალიგის 2010-2011 წლების გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებით შეხვედრაში ადგილობრივ "დუკლას” დაუპირისპირდა.

 

შეხვედრის პირველი ტაიმის საწყისი წუთები თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. გუნდები ტერიტორიული უპირატესობის მოპოვებისთვის იბრძოდნენ და ბურთი ძირითადად მოედნის ცენტრში ტრიალებდა. მასპინძლები საწადელის მიღწევას ძირითადად სტანდარტულების გამოყენებით ცდილობდნენ, ხოლო ქართველები მასპინძლებს სწრაფი კონტრშეტევებით პასუხობდნენ...

 

ანგარიში 28-ე წუთზე გაიხსნა - "დუკლას" სწრაფი იერიში ზუსტი თავური დარტყმით მიხალ დურიშმა დააგვირგვინა. შედეგად, შეხვედრის პირველი ნახევარი მასპინძელთა, სლოვაკ ფეხბურთელთა მინიმალური გამარჯვებით 1-0 დასრულდა.

 

მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძელთა კიდევ უფრო დაწინაურება ისევ მიხალ დურიშს შეეძლო, მაგრამ მისი სახიფატო დარტყმა ოდნავ ასცდა როინ კვასხვაძის კარს. 59-ე წუთზე ვრატისლავ გაიდოშის უძლიერესად გასროლილი ზესტაფონელთა კარის ძელმა მოიგერია. 64-ეზე კი გოლის გატანასთან ახლოს უკვე სტუმრები იყვნენ - ხელსაყრელი მომენტის გამოყენება ჯაბა დვალმა ვერ შეძლო...

 

მალევე შოთა ბაბუნაშვილი ურტყავდა სახიფათოდ, მაგრამ ამ ეპიზოდში საიმედოდ ითამაშა სლოვაკთა გოლკიპერმა პეტერ ბოროშმა. ანგარიშის გათანაბრების ძალიან კარგი შესაძლებლობა მიეცა ნიკოლოზ გელაშვილს, მაგრამ მან ძალიან ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმა დააგვიანა...

 

შეხვედრის ბოლო წუთებზე მასპინძლებმა სცადეს ორმატჩიანი დუელის ბედის სათავისოდ შემოტრიალება, თუმცა ბევრს ვერაფერს გამორჩნენ და მატჩის სერბი არბიტრის დრაგომირ სტანკოვიჩის საფინალო სასტვენმა ბანსკა-ბისტრიცას "შტიავნიჩკის" სტადიონზე შეკრებილ 3 000-მდე მაყურებელს ზესტაფონელთა ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში გასვლა აუწყა.

 

შეხვედრა სლოვაკთა გამარჯვებით კი 1-0 დასრულდა, თუმცა, ერთი კვირით ადრე ზესტაფონში გამართულ მატჩში მიღწეული შედეგის (3-0) გათვალისწინებით, ორმატჩიან დაპირისპირებაში საბოლოო წარმატების მისაღწევად ქართველთათვის მინიმალური მარცხიც საკმარისი გამოდგა...

 

ტრადიციისამებრ, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეს-სამსახური ამ მატჩის სრულ ვიდეოჩანაწერს გთავაზობთ.

 

 

22.07.2010. ”დუკლა” (ბანსკა-ბისტრიცა, სლოვაკეთი) - ”ზესტაფონი” - 1-0

დაწვრილებით:

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2015