Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

09.12.2015

 

 

 

 

 

 

 

 

პუბლიკაცია გაზეთ "ლელოში"

 

 

 

 

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 9 დეკემბერს ყოველდღიურ სპორტულ გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც საუბარი ქართული ფეხბურთის წინაშე არსებულ აქტუალურ და პრობლემატურ თემებს ეხება.

 

გთავაზობთ მცირე ამონარიდს ზემოთნახსენები მასალიდან, რომელშიც სტატიის ავტორი ჟურნალისტი ალეკო კაკაურიძე საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” გარშემო შექმნილ სიტუაციაზე და ამ სიტუაციის დაძლევის შესაძლო გზებზე საუბრობს:

 

"როცა ფეხბურთის ფედერაციაში ხარ, თან ამ ეპოქაში, დღენიადაგ ბეწვის ხიდზე გიწევს სიარული. დღეს ასეა და ვისურვებდით, ხვალ ასე აღარ იყოს: ქართული ფეხბურთი ისეა გათითოკაცებული, რომ დაღმა ხვნაც რომ გინდოდეს, შესაძლოა, აღმა ფარცხვა გამოგივიდეს.

"ზესტაფონის" თემაზე ბოლო დროს აღარ დაგვიწერია. აღარ დაგვიწერია ერთი მარტივი მიზეზის გამო - ველოდით კონკრეტულ შედეგს, თუნდაც - ლევან კობიაშვილისა და ილია კოკაიას შეხვედრას...

ამ ქვეყანაზე ყველაფერს თავისი წესი აქვს. რისთვისაც "ზესტაფონი" ფედერაციის წინა ხელმძღვანელობამ გათამაშებიდან მოკვეთა, იმისთვის, სულ ცოტა ხნის წინათ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა თამაში გადადო...

საკითხი ძალიან ფაქიზია და ფრთხილ მიდგომას მოითხოვს. ბოლო კი მაინც ისაა, რომ "ზესტაფონი" უნდა დაუბრუნდეს ქართულ ფეხბურთს, რომელსაც არ აქვს ფუფუნება, უარი თქვას ასეთ სტადიონზე, ორ ასეთ ბაზაზე და გრძელვადიან პროექტზე, და ეს მაშინ, როცა სტადიონებიც სანთლით გვაქვს საძებარი, ბაზებიცა და გრძელვადიანი პროექტებიც.

ერთი ეგაა, ისეთი ფორმა უნდა იქნას მოძიებული, მეტ-ნაკლებად ყველასთვის მისაღები რომ იყოს. სამართლიანობა კი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა აღდგეს ქართულ ფეხბურთში!

კოკაიას ხასიათი, იქნებ, ბევრისთვის რთულიც იყოს... მაგრამ საკითხს მეორე მხრიდანაც შევხედოთ. ილია კოკაიამ მრავალი მილიონი დაახარჯა "ზესტაფონს" და მას ფულის ხარჯვა ისეთ რეალობაში უნდა, შედეგს რომ მიაღწევს. სუფთა პრაგმატულადაც კი ასეა - აღარ არის კოკაია და ზესტაფონს აღარ ჰყავს გუნდი უმაღლეს ლიგაში."

 

 

იბეჭდება მცირე ცვლილებებით...

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2015