დღეს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირდა. სფფ-ს სამდივნოში განცხადების შესატანად მისულ კობიაშვილს ფედერაციის შენობასთან მხარდამჭერთა მრავალრიცხოვანი აქცია შეეგება.
აღსანიშნავია, რომ სხვა ქართული კლუბების გულშემატკივრებთან ერთად, დღევანდელ აქციაში საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ქომაგებიც მონაწილეობდნენ. სხვადასხვა მედიასაშუალებასთან კომუნიკაციისას გაკეთებულ კომენტარებში "ზესტაფანებმა" საჯაროდ განაცხადეს ლევან კობიაშვილის კანდიდატურის მხარდაჭერის შესახებ.
აქვე დღევანდელი ამბების ამსახველ ფოტომასალას გთავაზობთ ...