ექს-ზესტაფონელთა "ტრიოს" თანადგომა თავის ყოფილ კლუბს
რამდენიმე თვის წინ მარგველ გულშემატკივართა მიერ წამოწყებულ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მხარდამჭერ აქციას სულ უფრო მეტი ადამიანი უერთდება. დღეს თქვენს წინაშე ახლო წარსულში ჩვენი კლუბის წევრები, დღესდღეობით კი საჩხერის "ჩიხურაში" მოასპარეზე გიორგი ჭანკოტაძე, დავით კუპატაძე და მიხეილ სარდალიშვილი არიან. ისინი "ზესტაფონს" თანადგომას უცხადებენ და თავის ყოფილი კლუბის ეროვნულ ჩემპიონატში მალე დაბრუნების იმედს გამოთქვავენ.
ჩვენ კი გიორგი ჭანკოტაძის, დავით კუპატაძისა და მიხეილ სარდალიშვილის მიერ სპეციალურად ჩვენი საიტისთვის ჩაწერილ ვიდეომიმართვას გთავაზობთ...