Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

25.07.2015

 

 

 

 

 

 

 

 

"რეტროსპექტივა": პირველად გადალახული ეტაპი და ისტორიული ჰეთ-თრიკი

 

 

 

 

 

 

 

 

დღეს "რეტროსპექტივაში" ზესტაფონელთა მიერ ევროპულ საკლუბო ტურნირებში გამართულ მორიგ მატჩზე მოგიყვებით - 2009 წლის 9 ივლისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” საშინაო არენაზე ჩრდილოირლანდიურ ”ლისბერნ დისტილერის” დიდი ანგარიშით 6-0 მოუგო და კლუბის ისტორიაში პირველად ევროტურნირის პირველი ეტაპი გადალახა.

 

ამ მატჩამდე ერთი კვირით ადრე ჩრდილოეთ ირლანდიაში გამართულ შეხვედრაში იმერლებმა მეტოქე შთამბეჭდავი სხვაობით 5-1 დაამარცხეს და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება ფაქტიურად წინასწარ მოიპოვეს. ამის მიუხედავად, მასპინძლებმა განმეორებითი შეხვედრაც სრული კონცენტრაციით ჩაატარეს და ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე მოსულ გულშამტკივარს ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი მოუწყვეს...

 

შეხვედრა ზესტაფონელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა და უკვე 5-ე წუთზე ჯაბა დვალმა ოფიციალურ შეხვედრაში მარგველთა შემადგენლობაში გატანილი სადებიუტო გოლით ანგარიში გახსნა, 39-ე წუთზე მანვე მორედ აიღო სტუმართა კარი, ხოლო 42-ე წუთზე ჯაბამ პირველი ზესტაფონური ხეთ-თრიკიც გაიფორმა. 44-ე წუთზე ნიკა გელაშვილმა ოთხამდე გაზარდა ანგარიში...

 

მეორე ტაიმი ისევ მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე შეკრებილმა 3 000 მაყურებელმა გატანილი გოლები მხოლოდ მატჩის მიწურულს იხილა - 86-ე და 90-ე წუთებზე მინდორზე შეცვლაზე შესულმა ალექს ბენაშვილმა კიდევ ორჯერ დაამწუხრა ჩრდილოირლანდიელთა გოლკიპერი პოლ მერფი - 6-0.

 

როგორც მოგეხსენებათ, იმ წელს უეფას ევროპალიგის გათამაშება პირველად ტარდებოდა და ახალი გათამაშების ისტორიაში "ზესტაფონის" ფეხბურთელის გვარი სამუდამოდ შევიდა - ევროპალიგის ისტორიაში პირველი ჰეთ-თრიკის ავტორი ჯაბა დვალი გახდა. ევროპული ფეხბურთის ისტორიაში მარგველთა ფორვარდის შესვლა უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმაც გვამცნო. აი, რა წერდა ის "ზესტაფონი"-"ლისბერნის" მატჩზე:

 

"ევროპის ლიგის ეს თამაში გათამაშების ისტორიაში გამორჩეულად ჩაიწერა, რადგან სწორედ ამ შეხვედრაში შესრულდა ამ ტურნირის პირველი ჰეთ-თრიკი. 3 ათასი გულშემატკივრის თვალწინ "ზესტაფონმა" "ლისბერნი" 6:0 გააცამტვერა. გატანილი გოლების ნახევარი - მასპინძელთა ფორვარდ ჯაბა დვალის ანგარიშზეა".

 

ჩვენ კი, ტრადიციისამებრ, კლუბის პრეს-სამსახურის მიერ შეხვედრის სპეციალურად მომზადებულ ვიდეოჩანაწერს გთავაზობთ.

 

 

09.07.2009 - ”ზესტაფონი” - ”ლისბერნ დისტილერი” (ლისბერნი, ჩრ. ირლანდია) 6-0

დაწვრილებით:

რას წერდა www.fczestafoni.ge მატჩის შესახებ:

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2015