Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

08.09.2015

 

 

 

 

 

 

 

 

ზურაბ იონანიძე "ზესტაფონს" თანადგომას უცხადებს

 

 

 

 

 

 

 

"დაუბრუნდეს "ზესტაფონი" ქართულ ფეხბურთს!" - ამ იმპროვიზირებულ აქციას ზურაბ იონანიძე უერთდება. ახლო წარსულში საქართველოს ნაკრების ფორვარდი, ეროვნულ პირველობაში ჩატარებული მატჩებისა და გატანილი გოლების რაოდენობით მრავალი რეკორდის შემოქმედი, ლეგენდარული "იონა" საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" მხარდაჭერასა და თანადგომას უცხადებს.

 

საკუთარ facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ყველასათვის საყვარელი სპორტსმენი, რომელსაც ხანგრძლივი კარიერის მანძილზე ქუთაისის "ტორპედოს", "სამტრედიის", სიმფეროპოლის "ტავრიისა" და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ფერები დაუცავს, ჩვენი გუნდისა და მისი ქომაგის მხარდაჭერაზე საუბრობს. ჩვენ კი ზურაბ იონანიძის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვას უცვლელად გთავაზობთ...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2015