"დაუბრუნდეს "ზესტაფონი" ქართულ ფეხბურთს!" - ამ იმპროვიზირებულ აქციას ფრიდოლინ ბოიომო შეუერთდა. ახლო წარსულში ზესტაფონელთა მაისურით საშინაო თუ ევროპულ ასპარეზზე მრავალი დასამახსოვრებელი მატჩის ჩამტარებელი კამერუნელი მცვლელი თავის ყოფილ კლუბსა და მის ქომაგს მხარდაჭერასა და თანადგომას უცხადებს.
საკუთარ facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში სპორტსმენი, რომელსაც ხანგრძლივი კარიერის მანძილზე ბოლნისის "სიონის", ცხინვალის "სპარტაკის", "ზუგდიდისა" და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ფერები დაუცავს, ჩვენი გუნდისა და მისი ქომაგის მხარდაჭერაზე საუბრობს. ჩვენ კი ფრიდოლინ ბოიომოს მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვას უცვლელად გთავაზობთ...