Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

25.09.2015

 

 

 

 

 

 

 

 

ლევან კობიაშვილის ვიზიტი ზესტაფონში

 

 

 

 

 

 

 

2015 წლის 24 სექტემბერს ზესტაფონს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი ესტუმრა. სტუმარმა თავდაპირველად “ზესტაფონის” ბაზა დაათვალიერა, ხოლო შემდეგ ადგილობრივი კულტურის ცენტრის სააქტო დარბაზში საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ხელმძღვანელებსა და კლუბის გულშემატკივრებს შეხვდა.

 

ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა ფეხბურთის ფედერაციაში არსებულ სიტუაციაზე და ფედერაციის აღმასკომის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომლის მიხედვით, ილია კოკაიას საფეხბურთო საქმიანობა აეკრძალა.


“აღმასკომის გადაწყვეტილება ყველანაირ ზღვარს სცილდება ჩემთვის. ეს არის ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც საკუთარ ინტერესებს ატარებენ. რასაც მე ვხედავ და ვიცი, ილია კოკაიამ ფეხბურთისთვის რაც გააკეთა, მიჭირს რეალურად აღვიქვა ის, რომ ამ ადამიანს ვინმემ აუკრძალა მოღვაწეობა ფეხბურთში. გადაწყვეტილება სამწუხაროდ მიიღეს და ის არაადეკვატურია. ასეთი გადაწყვეტილებები აზიანებს ქართულ ფეხბურთს”, – განაცხადა კობიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას...

 

“ვფიქრობ, პროცესებში კლუბებისა და მათი გულშემატკივრების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ უნდა ჩაერთოთ. თქვენი რჩევები, თქვენი შენიშვნები უნდა იქნას გათვალისწინებული. რა ხდება თქვენს კლუბში, როგორ შეიძლება მდგომარეობის გამოსწორება? ამიტომ ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია მოვისმინო თქვენი პოზიციები...

 

მე ვიყავი გუნდური მოთამაშე და ჩემს შესაძლებლობებს ყოველთვის წარმოვაჩენდი გუნდთან ერთად და სწორედ ასე ვხედავ ჩემს სამომავლო მუშაობას მოედანს მიღმაც. მე არ მინდა ერთპიროვნული მმართველობა, როდესაც მხოლოდ პრეზიდენტისა და გენერალური მდივნის გადასაწყვეტია ესა თუ ის საკითხი. აუცილებელია სისტემის შექმნა, რომელშიც ყველა ადამიანის აზრი მნიშვნელოვანი იქნება” – აღნიშნა კობიაშვილმა.

 

შედგა გულახდილი საუბარი საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პრობლემებთან, დღევანდელ მდგომარეობასა და ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევის გზებზე. შეხვედრის მიწურულს კი იმერული კლუბის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს დანიშნულ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ისინი მხარს სწორედ ლევან კობიაშვილის კანდიდატურას დაუჭერენ.

 

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრესსამსახური ლევან კობიაშვილის ვიზიტის ამსახველ ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ ...

 

 

 

მომზადებულია timer.ge-სა და worldsport.ge-ს პუბლიკაციების მიხედვით

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2015