მიმდინარე წლის 14 ნოემბერს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი კიდევ ერთხელ დაიტბორა. წყალმა ისევ შეაღწია ეკიპირებისა და ტექნიკის საწყობებში, სტადიონის ოთახებში, დერეფნებსა და სატრენაჟორო დარბაზში, დაიტბორა თავად არენის და მისი მიმდებარე ტერიტორია. ნაკადის დონემ საფეხბურთო მოედანსაც მიაღწია, თუმცა საბედნიეროდ, მწვანე საფარი მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა.
სტიქიის შეჩერება მხოლოდ მას შემდეგ მოხერხდა, როდესაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ საქმეში მძიმე ტექნიკა ჩართო და სტადიონის პერიმეტრთან არსებული არხის ყველაზე პრობლემატური მონაკვეთის გაწმენდა მოხერხდა
ტელეკომპანია "ტვ პირველი"-ს ეთერში გავიდასპეციალურრი რეპორტაჟი, რომელიც დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მომხდარ ამბებს მიეძღვნა. გთავაზობთ ამ რეპორტაჟის ვიდეოჩანაწერს...