14.12.2015
გამწვანებული ბაზის ამბავი
ამ რამდენიმე კვირის წინ ჩვენი საიტი იუწყებოდა, რომ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" იმერეთში მდებარე ბაზაზე სამშენებლო ხასიათის სამუშაოები იყო გაჩაღებული - 22-24 ნოემბერს კომპანია "Lawns of Georgia"-ს სპეციალისტთა მიერ მარგველთა სპორტული კომპლექსის ერთბაშად ორ საფეხბურთო მოედანზე ბალახი დაითესა.
როგორც იცით, "ზესტაფონის" ბაზაზე მიმდინარე სამუშაოები შეასრულა კომპანია "Lawns of Georgia"-მ, რომელიც საქართველოში უკვე რამდენიმე წელია ფუნქციონირებს და უმაღლესი ხარისხის ლანდშაფტური და UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო გაზონების დამზადებითაა დაკავებული...
ულტრათანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილმა სპეციალისტებმა, იმერელთა ბაზაზე ჩატარებული სამუშაოებისას, გაზონების დამზადების სფეროში სახელგანთქმული ამერიკული კომპანია "Jacklin"-ის უმაღლესი ხარისხის ბალახის თესლის ორი სპეციალური სახეობა გამოიყენეს.
უნდა ითქვას, რომ დათესვის შემდეგ ორივე მოედანი ადგილობრივი პერსონალის მხრიდან ყოველდღიური დაკვირვების რეჟიმშია და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. მეტიც, დათესვიდან სამი კვირის თავზე ბალახმა ამოსვლა დაიწყო...
ჩვენი კლუბის პრეს-სამსახური კი ზესტაფონელთა სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე სადღეისოდ არსებული ვითარების ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ.
|