2016 წლის 13 თებერვალს ზესტაფონში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების ინსპექტირების კომისია - ზემო იმერეთში სტუმრობის მიზანი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონსა და ჩვენი კლუბის ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურისა და მინდვრის საფარის სადღეისო მდგომარეობის შეფასება გახლდათ.
სტუმრებმა (მამუკა კვარაცხელია – სტადიონების ინსპექტირების განყოფილების უფროსი და ინფრასტრუქტურის ექსპერტი, თამარ ასათიანი – სტადიონების ინსპექტირების კოორდინატორი და ინფრასტრუქტურის ექსპერტი, ლევან თოფურია – უსაფრთხოების და განმკარგულებლებლების სპეციალისტი, გია ისიანი – უსაფრთხოების ოფიცერი) ზესტაფონელთა საფეხბურთო ბაზისა და დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის მონახულებისა და ვითარების დეტალურად გაცნობის შემდეგ, შეადგინეს შესაბამისი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც დღესდღეობით არსებული მდგომარეობის შეფასებაც მოხდება...
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეს-სამსახური კი გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს, რომელიც კლუბის ბაზასა და "დავით აბაშიძეზე" კომისიის წევრთა ვიზიტის მიმდინარეობას ასახავს...