Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

13.10.2015

 

 

 

 

 

 

 

 

ლაიფციგი, გერმანია-საქართველო - თანადგომა "ზესტაფონს"!

 

 

 

 

 

 

2015 წლის 11 ოქტომბერს ლაიფციგის სტადიონ "რედ ბულ არენაზე" მასპინძელი გერმანიისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნით შეხვედრას საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გულშეტკივრებიც დაესწრნენ.

 

გუშინდელ შეხვედრას მეგობრებთან ერთად დაესწრო გერმანიაში მცხოვრები ფუტკარაძეების ოჯახი - დავითი, ნატა და პატარა რეზი. მარგველთა საკლუბო მაისურებში გამოწყობილი ქომაგები საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თანადგომისა და მხარდაჭერის აქციას შეუერთდნენ და გამოთქვეს იმედი. რომ ჩვენი გუნდი მალე დაუბრუნდება ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგას. ამის შემდეგ კი "რედ ბულ არენაზე" მყოფ რამდენიმე ასეულ სხვა ქართველთან ერთად მხურვალედ უქომაგეს საქართველოს ეროვნულ გუნდს...

 

ჩვენ კი დავით ფუტკარაძის მიერ სპეციალურად ჩვენი საიტისთვის ჩაწერილ ვიდეომიმართვას და მატჩის დაწყებამდე თუ მისი მიმდინარეობისას გადაღებულ ფოტოსურათებს გთავაზობთ...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2015