Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

08.12.2015

 

 

 

 

 

 

 

 

ეს გუნდი სამართლიანობას ითხოვს!

 

 

 

 

 

 

 

დღეს, 8 დეკემბერს რადიო "JAKO FM"-ის ინტერნეტ-გვერდზე გამოქვეყნდა ინტერვიუ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან, რომელშიც ქართული ფეხბურთის მეთაური ქვეყნის საფეხბურთო მეურნეობაში შექმნილ ვითარებაზე დაწვრილებით საუბრობს.

 

ჩვენ კი გთავაზობთ ზემოთნახსენები ინტერვიუს (სრულად იხილეთ შემდეგ მისამართზე - www.jako.fm) იმ მონაკვეთს, რომელშიც ლევან კობიაშვილი საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” დაკავშირებით შექმნილ ვითარებასა და ამ ვითარებიდან თავის დაღწევის შესაძლო გზებზე საუბრობს:

 

– „ზესტაფონის“ დაბრუნების აუცილებლობაზე ისაუბრეთ, რა სამართლებრივი მექანიზმები არსებობს ამ გუნდის ეროვნულ პირველობაზე დასაბრუნებლად და როგორც ვიცი, თქვენ და ილია კოკაიას, პირისპირ, საკმაოდ არასასიამოვნო შეხვედრა გქონდათ. რაზე ისაუბრეთ, რას აპირებს ზესტაფონის მფლობელი?


– შეხვედრა გვქონდა, გიდასტურებთ, მაგრამ უსიამოვნო საუბარი არ გვქონია. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემი სურვილია, რომ ზესტაფონში ფეხბურთი დაბრუნდეს. პრობლემა ისაა, როგორ, რა გზებით უნდა დაბრუნდეს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ლევან კობიაშვილი გახდა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და ხვალ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ ეროვნული ჩემპოიონატი 17 გუნდიანი გახდება და „ზესტაფონი“ ითამაშებს, არასერიოზულია. გუნდი არსად არ თამაშობს...

 

კოკაიას აქვს სურვილი, დაბრუნდეს ფეხბურთში, მაგრამ უნდა შეიცვალოს რაღაცეები. როდის მოხდება ეს ყველაფერი, როგორ დაბრუნდება ფეხბურთი ზესტაფონში, რანაირად დაბრუნდება კოკაია, ეს სამუშაოა. არ მიმაჩნია, რომ კოკაია ფეხბურთში არ არის. უნდა იყოს და ეს ჩემი სურვილიც არის, რომ დაბრუნდეს...

 

ეს გუნდი სამართლიანობას ითხოვს! ვიცით, რა პრობლემები იყო, დაპირისპირება კლუბსა და ფედერაციას შორის. ამას წერტილი უნდა დაესვას. უნდა გაირკვეს, რა მოხდა. მზად ვართ, ნაბიჯებიც გადავდგათ...

 

ვიღაცას შეიძლება ჰგონია, რომ 4 ოქტომბერს „ზესტაფონი“ რადგან უმაღლეს ლიგაში არ დაბრუნდა, ეს ჩემი ბრალია. ნამდვილად შორსაა რეალობისგან. სურვილი მაქვს, რომ დაბრუნდეს, მაგრამ ეს უნდა იყოს სამართლებრივ ჩარჩოში. გამონაკლისი შეუძლებელია...

 

ჩემი დამოკიდებულება იცით, თუნდაც ხობის მატჩზე. კარგი იქნებოდა, ამ შემთხვევაში როგორც მოხდა, მაშინაც დაინტერესებულიყო ფედერაცია კონკრეტული ფაქტით. სურვილი მაქვს, გამოძიებაც დაწყებულია.., დასრულდეს და საბოლოოდ დაიდოს ფაქტი, ვინ დაურეკა კონკრეტულ ფეხბურთელს? ეს ხელს შეგვიწყობს, ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2015