Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

17.01.2016

 

 

 

 

 

 

 

 

"რეტროსპექტივა": მარცხიანი სტუმრობა ბაქოში

 

 

 

 

 

 

 

 

დღეს რუბრიკა "რეტროსპექტივაში" მარგველთა მიერ ევროპულ საკლუბო ტურნირებში გამართულ მორიგ მატჩზე მოგითხრობთ - 2012 წლის 17 ივლისს ჩემპიონთა ლიგის 2012-2013 წლების გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრაში საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ქალაქ ბაქოს სტადიონ "დალღა-არენაზე" ადგილობრივ "ნეფთჩის” დაუპირისპირდა.

 

გთავაზობთ ინტერნეტ-საიტ ”ჯეოსპორტ.ჯის” ჟურნალისტ აკაკი ცხადაძის პუბლიკაციას, რომელიც ბაქოში გამართული შეხვედრის პერიპეტიებს მოკლედ მიმოიხილავს:

 

"დღეს ბაქოში სტადიონ "დალღა არენაზე" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს "ნეფთჩი" და "ზესტაფონი" დაუპირისპირდნენ. მასპინძელმა კლუბმა სტუმარს 3 უპასუხო გოლი გაუტანა.


არადა, შეხვედრა კარგად დავიწყეთ, გვქონდა კარგი შანსები, თუმცა ვერ გამოვიყენეთ და აქეთ დავისაჯეთ: 22-ე წუთზე მცველების სასტიკი შეცდომით ჯავიდ იმამვერდიევმა ისარგებლა, ზუსტად ორ წუთში ისევ ჩავარდა იმერელთა დაცვა და ამჯერად ჩვენი კარი ჯულიუს ვობაიმ უძლიერესი დარტყმით დალაშქრა - 2:0.

 

სამწუხაროდ, მეორე ტაიმში არაფერი შეცვლილა და პირიქით, აქეთ გავუშვით გოლი - მცველების და მეკარის შეუთანხმებელი მოქმედებით აზერბაიჯანელებმა ისარგებლეს და საბოლოო ანგარიში 3:0 ნიკოლას კანალესის გოლით დააფიქსირეს!"

 

პრესკონფერენცია, გიორგი ჭიაბრიშვილი: “ეს იყო ერთ-ერთი უცუდესი თამაში ჩემი გუნდისა. სრულ პასუხისმგებლობას ჩემ თავზე ვიღებ. არაფერი გამოგვდიოდა. ყველაფერს ვეცდებით, ზესტაფონში გამოვასწოროთ მდგომარეობა. წინ კიდევ ერთი თამაშია და უშანსოდ ნამდვილად არ ვართ. "ნეფთჩი" კარგი გუნდია და კარგადაც ითამაშა, მაგრამ ანგარიში ძალთა რეალურ შეფარდებას ნამდვილად არ ასახავს. აზერბაიჯანელებმა, რასაც ფიქრობდნენ, იმას მიაღწიეს. დაამტკიცეს, რომ საფუძვლიანი იყო მათი ოპტიმიზმი, თუმცა კიდევ გავიმეორებ, ერთ კვირაში კიდევ ერთხელ გვიწევს თამაში. თუ ორი მატჩის ჯამში “ნეფთჩი” გავა, ვაღიარებ, რომ ჩემი კოლეგა მართალი იყო თავისი პროგნოზების გაკეთებისას. მთლიანად გუნდმა გუნდს აჯობა და ბაქოელთაგან არავის გამოვარჩევ. პროცენტულად აღარ შევაფასებ. ვიტყვი რომ შანსები შემცირდა, მაგრამ მაინც არსებობს და ვეცდებით გამოვიყენოთ. პირველი გოლი გავუშვით თუ არა, უმალ უპატიებელი შეცდომა დავუშვით და უკვე ორი ბურთით ჩამოვრჩით..."

 

 

ჩვენ კი "ნეფთჩი"-"ზესტაფონის" მატჩის სრულ ვიდეოჩანაწერს გთავაზობთ...

 

 

17.07.2012. ”ნეფთჩი” (აზერბაიჯანი) - ”ზესტაფონი” - 3-0

დაწვრილებით:

 

ლაშა კუპრაშვილის ფოტოები
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2016