Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

18.07.2015

 

 

 

 

 

 

 

 

"რეტროსპექტივა": 2007 წელი - დებიუტი ევროარენაზე

 

 

 

 

 

 

 

ჩვენი საიტის რუბრიკა "რეტროსპექტივა" მორიგ გამოშვებას გთავაზობთ. დღეს ჩვენ ევროპის საკლუბო ტურნირებში ზესტაფონელთა სადებიუტო ასპარეზობის შესახებ მოგითხრობთ - 2007 წლის 23 და 30 ივნისს ინტერტოტოს თასის გათამაშების პირველ რაუნდში იმერლებმა ორი მატჩი ყაზახური "ტობოლის" წინააღმდეგ გამართეს.

 

მოგახსენებთ იმასაც, რომ ამ მეტად საინტერესო მატჩების თანმხლები ამბების აღწერის პარალელურად, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეს-სამსახურის მიერ ამ შეხვედრების საგანგებოდ მომზადებულ სრულ ვიდეოჩანაწერებსაც გთავაზობთ.

 

ევროპული ფეხბურთის ზესტაფონში დაბრუნებასთან დაკავშირებით (ბათუმელთა მიერ კვიპროსული "ომონიას" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრას ვგულისხმობთ), "რეტროსპექტივას" წინა გამოშვებაში ჩვენ უშუალოდ ზესტაფონის სტადიონზე გამართულ სადებიუტო მატჩზე ვისაუბრეთ. ახლა კი ჩვენი კლუბისათვის პირველ ევროპულ გამოცდილებაზეც მოგიყვებით...

 

იმერული გუნდი კუსტანაიში შეხვედრის დაწყებამდე სულ რაღაც 3 საათით ადრე ჩაფრინდა. ამის მიზეზი გახლდათ ის, რომ საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონისა” და ქართველთა ოფიციალური დელეგაციის გადამზიდავმა ავიაკომპანიამ დღემდე გაურკვეველ მიზეზთა გამო რამოდენიმეჯერ შეცვალა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თვითმფრინავის გაფრენის დრო, რომელიც მკაცრად იყო განსაზღვრული მხარეთა მიერ წინასწარ ხელმოწერილი ოფიციალური ხელშეკრულებით...

 

ჩვენი გუნდის უსიამოვნებები ამით არ დასრულებულა - ყოველივე ზემოთქმულს დაემატა ის, რომ აეროპორტსა და სასტუმროს შორის დაუგეგმავი ”მოგზაურობებისას” გაცივდნენ და მაღალი სიცხით თბილისში დარჩნენ შალვა ღონღაძე და როინ კვასხვაძე...

 

შედეგად, ასეთი "თავგადასავლების" შემდეგ სტუმრებს მთელი მატჩის ერთ დონეზე სათამაშოდ ძალები აღარ ეყოთ - თანაბარ ბრძოლაში გალეული სათამაშო დროის 1 საათის შემდეგ (არადა, მეორე ტაიმის დებიუტში გოგი ფიფიას თავის გუნდის დაწინაურებაც შეეძლო), უპირატესობას კუსტანეიელები დაუფლნენ და ქართველები 3 ბურთით (ნურბოლ ჟუმასკალიევი- 62, რუსლან ბალტიევი -64, ულუგბეკ ბაკაევი -73) დაამწუხრეს - 3-0.

 

 

23.06.2007. ”ტობოლი” (კუსტანაი, ყაზახეთი) - ”ზესტაფონი” 3-0

დაწვრილებით:

რას წერდა www.fczestafoni.ge მატჩის შესახებ:

 

 

* * *

 

ზესტაფონელთა და კუსტანაიელთა განმეორებითი მატჩი 30 ივნისს ქალაქ თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. პირველ შეხვედრაში განცდილი მარცხის შემდეგ, საპასუხო შეხვედრაში ქართველებმა დიდი ბრძოლა გაუმართეს ყაზახეთიდან ჩამოსულ სტუმრებს. ანგარიში უკვე 3-ე წუთზე გაიხსნა - კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ, ბურთი კუსტანაიელთა კარის ბადეში ედიკ საჯაიამ გადაგზავნა.

37-ე წუთზე კი ორმატჩიან ორთაბრძოლაში ყაზახთა უპირატესობა მინიმუმამდე შემცირდეა - პირდაპირ სტუმართა მეკარის ბაქანზე აუტიდან გაგზავნილ ბურთს ადგილი "ტობოლის" კარში გაგა ჩხეტიანმა მიუჩინა.

 

მეორე ტაიმიც მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა - რეალური საგოლე მომენტები გაგა ჩხეტიანს, ჟილვან გომეს ვიეირას, გოგი ფიფიას, ჟონატას ოლივეირა ტორესს ჰქონდათ, თუმცა, ქართველთათვის სამწუხაროდ, პირველი ტაიმის ანგარიში უცვლელი დარჩა - 2-0. ყაზახურმა კლუბმა გააღწია ინტერტოტოს თასის 2007 წლის გათამაშების მეორე რაუნდში, სადაც ჩეხეთის წარმომადგენელს, ლიბერეცის ”სლოვანს” დაუპირისპირდა...

 

 

30.06.2007. ”ზესტაფონი” - ”ტობოლი” (კუსტანაი, ყაზახეთი) 2-0

დაწვრილებით:

რას წერდა www.fczestafoni.ge მატჩის შესახებ:

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2015