გულშემატკივართა მიერ წამოწყებულ საქართველოს ორგზის ჩემპიონ ზესტაფონელთა თანადგომის აქციას მურთაზ დაუშვილი შეუერთდა. ახლო წარსულში საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ნახევარმცველი, დღესდღეობით კი ლვოვის "კარპატისა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი თავის ყოფილ კლუბსა და მის ქომაგს მხარდაჭერასა და თანადგომას უცხადებს.
ჩვენ კი მურთაზ დაუშვილის მიერ სპეციალურად ჩვენი საიტისთვის ჩაწერილ ვიდეომიმართვას და ამ მიმართვის შემდეგ "ზესტაფონის" გულშემატკივართა კლუბის წევრებთან გადაღებულ ფოტოსურათს გთავაზობთ...