შოთა ბაბუნაშვილისა და გიორგი ფანცულაიას თანადგომა "ზესტაფონს"
"დაუბრუნდეს "ზესტაფონი" ქართულ ფეხბურთს!" - იმპროვიზირებულად წამოწყებულ მარგველ გულშემატკივართა აქციას კიდევ ორი ექს-ზესტაფონელი შეუერთდა.
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ორი ყოფილი ფეხბურთელი, დღესდღეობით კი ქუთაისის "ტორპედოსა"და თბილისის "საბურთალოს" წევრები შოთაბაბუნაშვილი და გიორგი ფანცულაია "ზესტაფონს" და მის ქომაგს მხარდაჭერასა და თანადგომას უცხადებენ და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ჩვენი გუნდის გადარჩენისა და უმაღლეს ლიგაში დაბრუნების მოთხოვნას აჟღერებენ.