Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

10.03.2015

 

 

 

 

 

 

 

 

"სიონთან" მორიგი შეხვედრის წინ

 

 

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ქვეყნის მიმდინრე პირველობის მორიგი მატჩისათვის ემზადება. 2015 წლის 13 მარტს საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეცხრამეტე ტურის შეხვედრაში მარგველები ბოლნისის საფეხბურთო კლუბ ”სიონს” დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებენ.

 

ბოლო წლების განმავლობაში ორივე კლუბი ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის უცვლელი ბინადარი გახლავთ და ერთმანეთში ურთიერთობებს ზედიზედ მეთერთმეტე სეზონია არკვევს. ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში "ზესტაფონისა" და "სიონის" ურთიერთშეხვედრები სადღეისოდ 30 დაპირისპირებას ითვლის. ამ შეხვედრებში დიდი უპირატესობა მარგველთა მხარესაა - 17 მოგება, 8 ფრე და 5 წაგება, გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობა - 36:12.

 

ზესტაფონელთაგან ბოლნისელთა კარში სხვაზე ხშირად ჯაბა დვალსა და რატი წინამძღვრიშვილს გაუტანიათ - მარგველთა ექს-კაპიტანს ოპონენტთა კარი 6-ჯერ აქვს აღებული. ხოლო რატი წინამძღვრიშვილის ანგარიშზე 5 გოლია. 2-2-ჯერ "სიონის" კარის ბადე ედიკ საჯაიას, თორნიკე აფციაურს და ზურაბ იონანიძეს შეურხევიათ.

 

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშებაში ზესტაფონელებმა და ბოლნისელებმა ერთმანეთში ერთხელ, კერძოდ გასულ სეზონში იასპარეზეს. "სიონმა" იმერლები ორივე შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა და თასის გათამაშების მეოთხედფინალური სტადიის საგზურიც მოიპოვა.

 

აღსანიშნავია, რომ ბოლნისის "სიონსა" და "ზესტაფონს" შორის 13 მარტს გასამართი შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი ონლაინ-რეპორტაჟი კი საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ინტერნეტ-საიტზე იგეგმება.

 

 

გიორგი ჯიქიას ფოტო
"ზესტაფონისა" და "სიონის" დასამახსოვრებელი მატჩები 2010-2014 წლებში
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2015