Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

12.06.2015

 

 

 

 

 

 

 

 

ჩვენი საიტის მილიონი სტუმრის ამბავი

 

 

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 12 ივნისს ფრიად აღსანიშნავი ამბავი მოხდა - პოპულარული ქართული საიტების რეიტინგ-გვერდის "www.top.ge"-ს სტატისკური მონაცემების თანახმად, საფებურთო კლუბ „ზესტაფონის“ ოფიციალურ ინტერნეტ-გვერდს რიგით მე-1 000 000 სტუმარი ეწვია.

 

აუცილებლად უნდა ითქვას ერთი რამ - იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი საიტის რეიტინგ-გვერდ "www.top.ge"-ზე რეგისტრაცია მხოლოდ 2011 წლის 27 აპრილს მოხდა, ცხადია, რომ ეს სტატისტიკა ჩვენი ვებ-გვერდის არსებობის მანძილზე (2005 წლიდან) მომხმარებელთა რეალურ ციფრს ნამდვილად ვერ ასახავს. თუმცა, ის, რომ ამ რესურსის სტატისკური მონაცემების მიხედვით "www.fczestafoni.ge"-ზე შემოსული უნიკალური მომხმარებლების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა, ნამდვილად აღნიშვნის ღირს ამბად მივიჩნიეთ.

 

ალბათ, ვერავის გავაკვირვებთ, თუ გეტყვით, რომ ჩვენი ვებ-გვერდის მომხმარებელთა დიდი უმრავლესობა (80 %-მდე) საქართველოდანაა. ჩვენი საიტის მომხმარებელთა დაახლოებით 9 % ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და აქ ყველაზე ხშირად გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, საბერძნეთი, ირლანდია, იტალია, პოლონეთი, ავსტრია, ნორვეგია, ბელგია, ჰოლანდია, ბალტიისპირეთისა და ბალკანეთის ნახევარკუბძულის წარმომადგენელი ქვეყნები ფიგურირებენ.

 

მომხმარებელთა დაახლოებით 3 % ყოფილი საბჭოეთის ქვეყნებზე მოდის. რა თქმა უნდა, აქედან ყველაზე მეტი მომხმარებელი რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას წარმოადგენს. ცხადია, არაა გასაკვირი ჩვენი კლუბისადმი უახლოეს სამეზობლოდან (თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი) ინტერესი - ამ სამეულზე თითქმის 1 % მოდის.

 

გაგიკვირდებათ, მაგრამ მომხმარებელთა საერთო რიცხვის თითქმის 0,5 % ინდოელი ინტერნეტ-მომხმარებლებია. ძნელი სათქმელია, თუ რით უნდა მოგვეხიბლა იმერლებს ამ მშვენიერი, თუმცა ნაკლებად საფეხბურთო ქვეყნის წარმომადგენლები, თუმცა თავად ფაქტი ძალიან სასიამოვნოა...

 

მომხმარებელთა საკმაო ნაწილი (1,3 %-მდე) ამერიკის შეერთებულ შტატებს წარმოადგენს, 0,3 % კი წილად ბრაზილიის წარმომადგენლებს ხვდათ. ჩვენი საიტის მომხმარებელთა შორის ხშირად იხილავთ ავსტრალიის, ისრაელის, მექსიკის, ჩინეთის, პარაგვაის, ნიგერიის, კოლუმბიის, ეგვიპტეს, პერუს, მაროკოს, კამერუნის, არგენტინისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენელს...

 

ჩვენი საიტის სტუმართა სრულ ჩამონათვალში დედამიწის ზურგზე არსებული თითქმის ყველა სახელმწიფოს დროშას გადააწყდებით და მათ შორისაა საფეხბურთო თუ სხვა თვალსაზრისით ისეთი ეკზოტიკური ქვეყნები, როგორებიცაა ეთიოპია, ლაოსი, ბენინი, ვიეტნამი, ფილიპინები, ტაილანდი, ინდონეზია, ნეპალი და ა.შ...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2015