Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

06.02.2015

 

 

 

 

 

 

 

 

იმერლები მზადებას განაგრძობენ

 

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის საგაზაფხულო სტადიის მატჩებისათვის მზადებას განაგრძობს.

 

დღევანდელი ვარჯიში მცირე მოთელვით დაიწყო, რომლის შემდეგაც ყურადღება დაცვის ფაზაში მოქმედებათა კოორდინაციაზე გათვლილ ტაქტიკური ხასიათის წვრთნაზე გამახვილდა. ვარჯიშის მიწურულს კი ფეხბურთელებს ბურთთან მუშაობის საშუალებაც მიეცათ.

 

ხვალ, 7 თებერვალს, საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" მიმდინარე წელიწადში რიგით მეორე საკონტროლო მატჩს ჩაატარებს. ქვეყნის ორგზის ჩემპიონ ზემოიმერლებს ეროვნული ჩემპიონატის პირველ ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბი "სტუ-ნორჩი დინამო" დაუპირისპირდება. თბილისელებთან მატჩი თბილისის ზღვასთან მდებარე იმერელთა ბაზაზე გაიმართება და 14:00 საათზე დაიწყება.

 

ჩვენ კი გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს, რომელიც ზესტაფონელთა დღევანდელი ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს.

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2015