Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

08.05.2015

 

 

 

 

 

 

 

 

კლუბის მფლობელის გამოხმაურება

 

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მფლობელი ბატონი ილია კოკაია მიმდინარე წლის 7 მაისს ტელეკომპანია „TVS”-ს ეთერში ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის დავით კირკიტაძისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ზვიად (დომენტი) სიჭინავას მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება:

 

"პირველ რიგში, დავიწყებ იმით, რომ არ ვაპირებ გავაკეთო კომენტარი დავით კირკიტაძის მიერ ვახო სანაიას ეთერში გაჟღერებულ მოსაზრებებთან დაკავშირებით. ის, რომ ამ ადამიანისა და მისი თანაგუნდელებისათვის დამახასიათებელია ცინიზმი, თავხედობა და დანაშაულის არ აღიარება, სულაც არაა ახალი ამბავი...

 

ერთადერთი თემა ბატონი კირკიტაძის ნაამბობიდან, რომელსაც მინდა შევეხო, გახლავთ კლუბის წინაშე არსებული "6-მილიონიანი ვალის" საკითხი. მინდა მოგახსენოთ, რომ ზესტაფონის მუნიციპალური ორგანოების მხრიდან დავალიანების საკითხის მოგვარების მოთხოვნის შემდეგ, ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე მიმდინარეობს მუშაობა ამ საკითხის დასარეგულირებლად, სადღეისოდ კლუბის აქტივები უკვე მნიშვნელოვნად აღემატება ვალდებულებებს და ეს პროცესი კვლავაც გრძელდება...

 

ახლა კი რაც შეეხება ბატონი ზვიად სიჭინავას გამოსვლას... ძალიან მიჭირს იმის წარმოდგენა, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს სტატუსის უქონლობის გამო უარი ეთქვა ურთიერთობაზე, მაგალითად, სილვიო ბერლუსკონისთვის...

 

აღარ შევჩერდები „სერგეი სანიჩთან და ივან ფედოროვიჩთან“ მის საინტერესო საუბრებზე და პირდაპირ საქმეზე გადავალ - თუკი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისთვის კლუბის მფლობელის სტატუსი არაა საკმარისი მასთან საკომუნიკაციოდ (რაც განსაკუთრებით გასაკვირია სფფ-ს მიერ დაფუძნებული საფეხბურთო დავების განმხილველი ტრიბუნალის გადაწყვეტილების ფონზე, რომელშიც ნათლად იკითხება მატჩის გარიგების მცდელობის ამბავიც და სწორედ დღევანდელი სტატუსით ჩემი „ბრალეულობის“ გადამოწმების აუცილებლობაც), მზად ვარ ოფის-მენეჯერის პოზიციით დაწყებული კლუბის პრეზიდენტის პოსტით დამთავრებული, ნებისმიერი სტატუსით წარვსდგე მის წინაშე პირდაპირ ეთერში, თუმცა აქედანვე მინდა გავაფრთხილო, რომ მას მოუწევს საკმაოდ მძიმე კითხვებზე პასუხის გაცემა, მათ შორის ისეთზეც, რომელიც აქამდე არ დამისვია. ორმაგად მოხარული დავრჩებოდი, თუკი ეთერში ბატონი პრეზიდენტი ფედერაციის გენერალურ მდივან რეზი არველაძესთან ერთად წარსდგებოდა..."

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2015